ინფორმაციამ ბინ ლადენის ლიკვიდაციის შესახებ ძალიან გაგვახარა, რადგან ბინ ლადენი ბოროტად იყენებდა მსოფლიოში ყველაზე დიდი რელიგიის_ისლამის სახელს და რელიგიათშორის დაპირისპირებას ამწვავებდა, _ ამის შესახებ ისმაილში ვიზიტად მყოფმა აშშ-ის ელჩმა აზერბაიჯანში მეთიუ ბრაიზამ განაცხადა. მისი თქმით, ბინ ლადენის ...
ოსკაროსანი კეტრინ ბიგელოუ მუშაობს ფილმზე, რომელიც "ალ-ქაიდას" ლიდერ ბინ ლადენზე ნადირობას ეძღვნება. ამის შესახებ Deadline-ი იტყობინება. მცირე ბიუჯეტიანი პროექტი დრამა უნდა გახდეს. ექსპერტების პროგნოზით, 1-ელ მაისს ბინ ლადენის ლიკვიდაციის ცნობა უკვე დასრულებულ პროექტს ბლოკბასტერად გადააქცევს. ...
დღეს, 14:00 საათზე, თბილისის საკრებულოს ფრაქცია ქრისტიან-დემოკრატების წევრები ჯაბა სამუშია და ზაზა გაბუნია დიღომში 92 წლის თამარ ასათიანს ესტუმრნენ და საკვები პროდუქტები, სამზარეულოს გაზის ქურა და საყოფაცხოვრებო ნივთები გადასცეს. ზაზა გაბუნიას განცხადებით, ასეთი ადამიანების სიმრავლე მიანიშნებს ...
მობილური ოპერატორი ბილაინი იწყებს ახალ სოციალური პასუხისმგებლობის აქციას "მობილურ ეტიკეტი". როგორც ბილაინი იუწყება, პროექტის მიზანია მობილური "ტელეფონის ეთიკური გამოყენების წახალისება ისეთ სიტუაციებში, როდესაც მობილური ტელეფონის გამოყენებამ შეიძლება გარშემომყოფთა ზიანი მიაყენოს ან...
სომხეთის სამოქალაქო საზოგადოებისა და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები საქართველოს ეწვევიან და ქართველ კოლეგებს ინფორმაციას მიაწვდიან და გამოცდილებას გაუზიარებენ. სასწავლო ვიზიტის ფარგლებში გათვალისწინებულია შეხვედრები ცენტრალური და ადგილობრივი მთავრობის და პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზა...
სს "საქართველოს ბანკმა"ქუთაისში, წერეთლის პირველ ნომერში, ახალი სერვისცენტრი გახსნა, ხოლო რუსთაველის პირველ ნომერში არსებულმა სერვისცენტრმა დისლოკაციის ადგილი შეიცვალა და ასევე წერეთლის პირველ ნომერში გადაინაცვლა. ახალი სერვისცენტრი ბანკის უახლესი სტანდარტების თანახმადაა მოწყობილი დ...
ისლამისტური ინტერნეტ-ფორუმის მონაწილეები ირწმუნებიან, რომ ბინ ლადენის სიკვდილის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი დასავლეთს შურისგებით ემუქრებიან. "ალაჰ, გააკეთე ისე, რომ ეს ინფორმაცია სიმართლე არ იყოს... ობამა, ალაჰმა შენ შეგაჩვენა ", _აც...
რონალდ ასმუსი 53 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამერიკული პოლიტიკური სტრატეგიის გურუ, რომელიც ამერიკულ-ევროპული ურთიერთობის გამოჩენილ სპეციალისტად ითვლებოდა, წლების მანძილზე კიბოს დაავადებას ებრძოდა. "The Economist"-ის აზრით, ბალტიიდან შავ ზღვამდე მილიონობით ადამიანი საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოებას მას, როგ...
"ქართული პარტიის" ლიდერ სოზარ სუბარის განცხადებით, ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი განზრახმკვლელობის მსხვერპლები არიან "სახალხო დამცველობის პერიოდში, 3 წელი ვიბრძოლე სანამ მივაღწიე ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარებას. ექსპერტიზამ ნათლად აჩვენა რომ ეს იყო განზრახმკვლელობა. ტყუილი გ...
ლატვიის სახელმწიფო აუდიტორული ოფისის (SAO-ს) წარმომადგენლები საქართველოს კონტროლის პალატას მესამედ ეწვივნენ. ლატვიელი კოლეგების სტუმრობის მიზანი კონტროლის პალატის თანამშრომლებთან ერთად სამი სამინისტროს საპილოტე აუდიტის ჩატარებაა. აღნიშნული ღონისძიება ხორციელდება 2010 წლის 30 აგვისტოს კონტროლის პალატასა და SAO-ს შ...
უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტ ირაკლი სესიაშვილის შეფასებით, მსოფლიოს ნომერ პირველი ტერორისტის, ბინ ლადენის ლიკვიდაცია შეერთებული შტატების ღირსების საკითხი იყო. როგორც სესიაშვილმა "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა, ჩატარებული სპეცოპერაციით, აშშ-მა დაადასტურა, რომ ძლიერი სპეცსამსახური და ანტიტერორისტული ჯგუფი ჰყავს, თუმ...
თბილისის საკრებულოს ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე დღეს ორთაჭალის ქუჩაზე მხცოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახს ეწვია. საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატმა თბილისის მერიას უმძიმესი საცხოვრებელი პირობების მქონე ადამიანების პრობლემების შესწავლისა და მათი დახმარებისაკენ მ...
რამდენიმე წლის განმავლობაში "ნომერ პირველი საერთაშორისო ტერორისტი" უსამა ბინ ლადენი პირველი იყო "ეფ-ბი-აი" ის მიერ ყოველწლიურად შედგენილი "ტოპ-ტერორისტების" ათეულის ნუსხაში. მისი დაჭერისათვის აშშ-ს სპეცსამსახურებმა ჯერ 5 მილიონი აშშ დოლარი დააწესეს შემდეგ კი "მის ფას...
დღეს, 2 მაისს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საზეიმოდ დაიხურა მეხუთე საერთაშორისო ოლიმპიადა პროგრამირებაში ილია ვეკუას თასზე. ილია ვეკუას 2011 წლის თასი მოიპოვა სანკტ-პეტერბურგის გუნდმა (შემადგენლობა: დიმიტრი გოზმანი, ვალერი ისენბაევი, ანდრეი სტანკევიჩი); მეორე ადგილზე გავიდა მოსკოვის სახელმწიფო უნ...
"ქართული პარტია" მაისში, საპროტესტო აქციებს დაიწყებს, - ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" პარტიის ლიდერმა სოზარ სუბარმა განუცხადა. "ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის მკვლელები დაუსჯელები არიან. მკვლელების დასჯისთვის აუცილებელი გზა ხელისუფლების შეცვლაა. ხელისუფლების შეცვლის ერ...