BBC -ის ინფორმაციით, დიდ ბრიტანეთში ნაპოვნია ჩარლზ დიკენსის ნაწარმოების უძველესი ეკრანიზაცია, ფირი, სახელწოდებით "მოხუცი ჯოს სიკვდილი".
ფილმი 2012 წლის თებერვალში ბრიტანული კინოინსტიტუტის მცველმა ბრაიონ დიკსონმა აღმოაჩინა. მისი განცხადებით, ფილმი, რომელიც 1901 წლის მარტით თარიღდება, ჩინებულ მდგომარეობაშია.
ფილმს "მოხუცი ჯოს სიკვდილი" საფუძვლად დიკენსის რომანი "ცივი სახლი" დაედო. იგი ერთი წუთის განმავლობაში გრძელდება და მოგვითხრობს უსახლკარო ბიჭზე, რომელიც ერთადერთი ეპიზოდისგან შედგება, სადაც ბიჭი თოვლში კვდება.
BFI-ის მონაცემებით ფილმი გადაღებულია კინოს ერთ-ერთი პიონერის ჯორჯ ალბერტ სმიტის მიერ, ხოლო ჯოს როლს მისი მეუღლე ლორა ბეილი ასრულებს.
2012 წელს დიდი ბრიტანეთი აღნიშნავს დიკენსის დაბადებიდან 200 წლის იუბილეს. ამასთან დაკავშირებით, მარტში გაიმართება საზეიმო ჩვენება, სადაც წარმოდგენილი იქნება არქივში ნაპოვნი ფირი. ადრე, დიკენსის რომანების ყველზე ძველ ეკრანიზაციად მიიჩნეოდა ფილმი "საშობაო სიმღერა", რომელიც 1901 წლის ნოემბერში გადაიღეს.