ამერიკის შეერთებული შტატები აფხაზეთის დე-ფაქტო საპარლამენტო არჩევნებს არ აღიარებს, - ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
"ამერიკის შეერთებული შტატები ადასტურებს თავის მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და არ აღიარების აფხაზეთის რეგიონში 10 მარტს გამართულ დე-ფაქტო "საპარლამენტო" არჩევნებს" ", - ნათქვამია განცხადებაში.