სირიაში მიმდინარე დაპირისპირებების პერიოდში, დღემდე, დაღუპულია 8 ათას ადამიანზე მეტი. ამის შესახებ გაეროს გენერლური ასამბელის თავმჯდომარემ ნასერ აბდელაზიზ ან-ნასარმა განაცხადა.
მისი განცხადებით, დაღუპულთა შორის ბევრია ქალი და ბავშვი. ან-ნასარმა მოუწოდა საერთაშორისო თანაამეგობრობას მიიღოს სათანადო ზომები რათა სირიაში შეწყდეს ძალადობა.
"იმ შემთხვევაში თუ უშიშროების საბჭო არ გააკეთებს ამას, გენერალური ასამბლეა მზად არის თავად იმოქმედოს", - განაცხადა ან-ნასარმა.
შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე მიუხედავად საერთაშორისო ძალისხმევისა ვერ ხერხდება სირიაში დაპირისპირების სეწყვეტა. გაეროს უშიშროების საბჭოში სირიის საკითხე რეზოლუციას მიღებას რუსეთი და ჩინეთი ეწინააღმდეგებიან.