დღეს, 13 მარტს, 14:00 საათზე, "დემოკრატიული მოძრაობის" სათავო ოფისში "უმუშევართა კავშირი დასაქმებისთვის" თავმჯდომარე თამარ იოვაშილი-სადღობელაშვილი და "დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებენ (მის.: აბულაძის ქ. #8, ტელ.: 599 56 99 91).
მემორანდუმის გაფორმების შემდეგ მედიის წარმომადგენლებისთვის კომენტარები გაკეთდება.