ბრიტანული გაზეთის "დეილი მირორის" ინფორმაციით, არაა გამორიცხული, ოსამა ბინ ლადენის 20 წლის ვაჟი ჰამზა, პაკისტანში საკუთარი მამის რეზიდენციიდან სამხედრო ოპერაციის დროს გაიქცა. ეს ინფორმაცია ბინ ლადენის სამმა ცოლმაც აღიარა. მათი თქმით, ჰამზა 1-ელ მაისს რეზიდენციის აღების შემდეგ აღარ უნახავთ...
"საქართველოს უნივერსტიტეტის" რექტორი "რესპუბლიკური პარტიის" ბრალდებებს პასუხობს. მანანა სანაძე უნივერსიტეტში "ელიტარული" კორუფციის არსებობას კატეგორიულად უარყოფს და თინა ხიდაშელს სიცრუეში ადანაშაულებს. "განსხვავებას პიროვნულ და ინსტიტუციურ მფლობელობას შორის იურისტი მაინც უნდა არ...
ესპანეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან. ესპანეთში საქართველოს ელჩის ნიკოლოზ ნათბილაძის განცხადებით, საელჩო მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული. "ჩვენი ინფორმაციით, ამ დროისთვის სამედიცინო დაწესებულებებისთვის საქართველოს არც ერთ მოქალაქეს არ მიუმართავს", - აცხადებ...
ჰონკონგის კომპანია WILMAR აჭარაში ინვესტირებით დაინტერესდა. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, კომპანიის წარმომადგენლები დაინტერესებულები არიან რეგიონში ზეთოვანი კულტურების წარმოება-გადამუშავებით. აღსანიშნავია, რომ WILMAR მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს სასოფლო-სამეურნეო მი...
დღეს საქართველოში საგარეო საქმეთა მინისტრ კარლ შვანცერბერგის ხელმძღვანელობით ჩეხეთის დელეგაცია ჩამოვა. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დელეგაციაში შემადგენლობაში მთავრობის გარდა, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებიც იქნებიან წარმოდგენილნი. ვიზიტის ფარგლებშ...
ნიუ-იორკის რაიონულ სასამართლოში დიმიტრი ფორტაშის წინააღმდეგ საკუთარი სარჩელის განხილვას იულია ტიმოშენკო თავად დაესწრება. "გამომძიებლებისგან მოვითხოვ, რათა გაუსვლელობის ხელწერილის მიუხედავად, მაინც გამიშვან. სისხლის სამართლის კოდექსში წერია, რომ გამომძიებლები უცხოეთში გამგზავრების შესახებ საქმის ...
ლიტვის პროკურატურა რუსეთის თანამდებობის პირებს თხოვნით მიმართავს და მათ 1991 წლის 13 იანვარს ვილნიუსის ტელეანძასთან მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით საბჭოთა კავშირის ექს-პრეზიდენტის მიხეილ გორბაჩოვის დაკითხვას სთხოვს. "გენპროკურატურის პროკურორებმა მოამზადეს და რუსეთის ფედერაციას გადაუგზავნეს თ...
თურქული პომიდორი საზიანოა ჯანმრთელობისათვის, თუმცა სომხეთში მის იმპორტს ისევ განაგრძობენ, ამის შესახებ განცხადება, სომხეთის პარლამენტში გამოსვლისას ფრაქცია "მემკვიდრეობის" წარომადგენელმა არმენ მარტიროსიანმა განაცხადა. დეპუტატის თქმით, თურქული პომიდორი სომხურ ბაზარზე განბაჟების გარეშე ხვდება, რაც ...
საქართველო და აზერბაიჯანი ყველა დონეზე მხარს უჭერენ ერთმანეთს. ამის შესახებ საქართველოს სრულუფლებიანმა და საგანგებო ელჩმა აზერბაიჯანში თეიმურაზ შარაშენიძემ "ვესტი.აზ"-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ჟურნალისტის კითხვაზე -აზერბაიჯანი და საქართველო არიან ქვეყნები, რომელბმაც სამხედრო აგრესია გადაიტან...
დღეს დილით დაღესტნის სოფელ კარამახში ორი პოლიციელი მოკლეს. მკვლელი განადგურებულია. ინფორმაციას ამის შესახებ დაღესტნის შს სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. " შემოწმების დროს მამაკაცმა, რომლის ვინაობაც უკვე დადგენილია სამართალდამცავებს ცეცხლი გაუხსნა. საპასუხო სროლის შედეგად მამაკაცი განადგურებულია", _ ...
ასტრონომებმა სამყაროში ყველაზე ძლიერი გამმა-დასხივების აფეთქება დააფიქსირეს. აფეთქება "კიბორჩხალის ნისლში" მოხდა. ეს აფეთქება ასტრონომებისათვის სრულიად მოულოდნელი იყო. მიზეზი, რომელმაც აფეთქება გამოიწვია ჯერ-ჯერობით უცნობია. ეს საიდუმლოების მოცული მოვლენა რომში მიმდინარე ასტრონომიულ სო...
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის ყოფილმა სპიკერმა, რესპუბლიკელმა ნიუტ გინგრიჩმა 2012 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განაცხადა. ამის შესახებ France-Presse-ი იტყობინება. "დღეს აშშ-ის პრეზიდენტის პოსტზე საკუთარი კანდიდატურის წამოყენების შესახებ განვაცხადე", -...
რუსეთი მიიჩნევს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატების ოპერაცია პაკისტანში ნომერ პირველი ტერორისტის უსამა ბენ ლადენის გასანადგურებლად საერთაშორისო სამართლის ნორმებით გამართლებულია. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა. "ჩვენი პოზიცია ძალიან მარტივია...
აფხაზი სეპარატისტები იაპონიასთან მეგობრული კავშირების დამყარებას ცდილობენ და ამ მეგობრობის ნიშნად მანდარინის ხეების დარგვის საზეიმო ცერემონიალის გამართვას აპირებენ. სეპარატისტულ აფხაზეთში იაპონიის საზოაგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაციის "ისსუი-კაი"-ს დელეგაცია იმყოფება. ინფორმაციას ამის შეს...
მოძრაობის "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" განცხადებით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში სასჯელაღსრულების მინისტრის დავალებით მიმდინარეობს ოპერატიული მუშაობა, რათა საპატიმრო დაწესებულების ადმინისტრაციასთან დაახლოებული პატიმრები, ანუ მათი საიდუმლო თანამშრომლები (აგენტები) გამოყენებულ იქნენ ცრუ, დეზინფორმა...