ხვალ, 11 აგვისტოს, 20:00 საათზე, დიოგენეს კინოკლუბში (წიგნის მაღაზია "დიოგენე", ა.აფაქიძის 9) გაიმართება ბერნარდო ბერტოლუჩის ფილმის ,,მოპარული სილამაზე" ჩვენება. ბილეთის ფასია 3 ლარი. ბილეთის ფასში შედის ჩაი, ყავა ან ლუდი.
მახაჩკალაში რუს სამხედროებს ჩრდილოკავკასიელ მებრძოლთა ჯგუფი ჰყავთ ბლოკირებული, მიმდინარეობს სპეცოპერაცია და შემოღებულია კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ნაციონალურ ანტიტერორისტულ კომიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქ მახაჩკალის ერთ-ერთ ქუჩაზე ბლოკირებულია ადამიან...
ხვალ, 11 აგვისტოს, ეკლესია ევსტათი მცხეთელის ხსენების დღეს აღნიშნავს. ევსტათი მცხეთელი იყო ქრისტიანობისთვის წამებული სპარსელი VI საუკუნის საქართველოში. მისი ცხოვრება და მოღვაწეობა აღწერილია „ევსტათი მცხეთელის მარტვილობაში". სპარსელი მოგვის შვილი, ქრისტიანთა თანამგძნობი გვირობანდაკი სპარსეთში ატეხე...
თეზი-ოკამის სარწყავი არხის სამუშაო, რომელიც ივნისში დაიწყო, უახლოეს ხანში დასრულდება. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" კაპის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურიდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, სარწყავი არხი, რომელიც 1956 წელს შევიდა ექსპლუატაციაში კასპის მუნიციპალიტეტის 4 ტერიტორიული ორგანოს ოკამის, სამ...
კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ინფორმაციით, დიდ დიღომში, ჰიპერმარკეტ "გუდვილთან", 1400 მმ-იან წყალდენზე მომხდარი დაზიანების ლიკვიდაციის მიზნით, 11 აგვისტოს 11:00 საათიდან 12 აგვისტოს 7:00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება ვაჟა-ფშაველას კვარტლებსა და ნუცუბიძის ფერდობებს; მთაწმინდა-სოლოლაკის ზედა უ...
"რთველი 2011"-ის ფარგლებში კახეთში დაახლოებით 120 ათასი ტონა ყურძნის მოსავალს ელოდებიან. როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბაკურ კვეზერელმა განაცხადა, 2011 წელს კახეთში 25 %-ით მეტი მოსავლის აღება იგეგმება, ვიდრე გასული წლის რთველის დროს. რაც შეესება კომპენსაციას, კ...
ამიერიდან ფერმერებს სიმინდის თვითმავალი კომბაინებით სარგებლობის საშუალება მიეცემათ. როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბაკურ კვეზერელმა განაცხადა, სიმინდის თვითმავალი კომბაინები ბაზარზე საკმაოდ დიდი მოთხოვნით ისარგებლებს, რადგანაც მსგავსი ტექნიკა ქვეყანაში დღემდე არ არსებობდა. ...
ჩაქვში (ჩაქვი-ბათუმის გზაზე, ქობულეთის რაიონი) ციტრუსის სადემონსტრაციო სანერგე მეურნეობა მოეწყობა. როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბაკურ კვეზერელმა განაცხადა, სადემონსტრაციო სანერგე მეურნეობა 10 ჰექტარზე იქნება განთავსებული, სადაც მაროკოული, იაპონური და ეპანური ს...
ახმეტის რაიონს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა.სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაო იქ ახლაც მიმდინარეობს. სპეციალური კომისია მეორე დღეა ძლიერი წვიმისგან მიყენებულ ზარალს ითვლის. ძლიერმა წვიმამ და ქარმა ახმეტის რაიონში ათეულობით ოჯახი დააზარალა. განადგურდა ნათესები და საკარმიდამო ნაკვეთე...
მტკვარში მამაკაცი დაიხრჩო. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი ავრცელებს.მამაკაცი, რომლის სამძებრო სამუშაოები ამ წუთებშიც გრძელდება, სავარაუდოდ, თურქეთის მოქალაქეა. მტკვარში ადამიანი, რომელიც დახმარებას ითხოვდა, ერთ-ერთმა მოქალაქემ მეტეხის ხიდიდან შენიშნა.შემთხვევის ადგილზე ნაპოვნია მისი ჩანთაც, რომ...
აჭარის მთვარობის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის წარმომადგენლები და ქალაქის მერი რობერტ ჩხაიძე გერმანიაში გამეგზავრნენ. ქართული დელეგაცია ქალაქ როსტოკის მერის როლანდ მეტლონგის მიწვევით საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში "HANSE SAIL 2011" მიიღებს მონაწილოებას. დაგემილია ორმხრივი შეხვედრები ქ.როსტოკის ...
რუსეთისა და აშშ-ის ურთიერთობებში არსებული "გადატვირთვა", შესაძლოა, საფრთხის ქვეშ აღმოჩნდეს. კერძოდ, ვაშინგტონი გაბრაზებულია მოსკოვიდან სულ ახლახან წამოსული მუქარის გამო - შეწყვიტოს აშშ-სთან თანამშრომლობა იმ შემთხვევაში, თუ სენატი ე.წ. მაგნიტსკის კანონს მიიღებს. აშშ-ში ასევე უკმაყოფილონი არიან ...
თბილისის მერიის პროექტი - "ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე" - ახალ ეტაპზე გადავიდა. მერიამ ხელშეკრულება რამდენიმე სამშენებლო კომპანიას უკვე გაუფორმა. კომპანია "საბა ჯგუფი" და მერია მზად არიან აღნიშნული კომპანიისგან, მშენებლობის დასრულების შემდეგ, ერთი წლის განმავლობაში, 1 კვ. მეტრი ფართ...
სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2011 წლის საშემოდგომო გაწვევა დაიწყო. პრეზიდენტის ბრძანებულებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებულ გასამხედროებულ დანაყოფებში გასაწვევ მოქალაქეთა რაოდენობა 1400 წვევამდელით განისაზღვრა, სასჯელაღსრულების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სასჯ...
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ქალაქის ტერიტორიაზე გარევაჭრობა აკრძალა. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრიდან აცნობეს, გარემოვაჭრეებს დუშეთის პოლიციის თანამშრომლებმა ხელწერილები ჩამოართვეს, რომ ქუჩაში ვაჭრობის გაგრძელების შემთხვევაში, დააჯარიმებენ. „მათ საქმიანობის მოსდევს ...