დღეს, 15 მაისს, 11:00 საათზე, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი გვინდაძე საჯარო ლექციას წაიკითხავს საქართველოს უნივერსიტეტის ეკონომიკის, ბიზნესის და მართვის სკოლის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის (კოსტავას 77 ა).
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო განაგრძობს ინტერაქტიულ დიალოგს მოსახლეობის სხვადასხვა სეგმანტთან, მათ შორის, სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან. „ვისაუბროთ ეკონომიკაზე" - ამ სახელწოდებით ფინანსთა მინისტრის დიმიტრი გვინდაძის საჯარო ლექცია რმდენიმე უნივერსიტეტში უკვე ჩატარდა.