დღეს, 15 მაისს, 17:00 საათზე, ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრში ჩატარდება სემინარი თემაზე "ჩერქეზები ირანში". მოხსენებას, რომელიც შეეხება ისტორიულად ირანში არსებულ ჩერქეზულ დიასპორას, ინგლისურ ენაზე წარმოადგენს თეირანის კავკასიური კვლევების ინსტიტუტის დირექტორი, ჰამიდ ქაზიმზადე.
სემინარის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ თეირანის კავკასიური კვლევების ინსტიტუტის არქეოლოგი ანაჰიტა შაჰროხი, საგანგებოდ მოწვეული სტუმრები, ექსპერტები, კავკასიის საკითხებით დაინტერესებული საზოგადოება.