დღეს, 15 მაისს, საფრანგეთის ახლად არჩეული პრეზიდენტის, ფრანსუა ოლანდის ინაუგურაცია გაიმართება. ინფორმაცია ამის შესახებ ნიკოლა სარკოზის ადმინისტრაცია ავრცელებს.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ პრეზიდენტი სააკაშვილი ტელეფონით ესაუბრა ოლანდს და არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. პრეზიდენტმა სააკაშვილმა ამ არჩევნებს "ისტორიული" უწოდა და აღნიშნა, რომ საარჩევნო კამაპანიამ ინეტერესი და იმედი საფრანგეთის საზღვრებს მიღმაც აღძრა. პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა იმ საერთო ღირებულებებს, რომელსაც ორი ერი იზიარებს ; ასევე საფრანგეთის ფუნდამენტურ როლს განსაკუთრებით საქართველოსთვის და ზოგადად ევროპისთვის.
ოლანდმა სააკაშვილს გულითადი მადლობა გადაუხადა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ქვეყნის ახალგაზრდა დემოკრატიის მიმართ ძლიერი მხარდაჭერა გამოთქვა. ორივე ლიდერმა განაცხადა, რომ დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ფრანგულ-ქართულ ორმხრივ ურთიერთობებს, ასევე დაასტურეს, რომ ამ ურთიერთობების პროგრესი სწრაფი ტემპით გაგრძელდება და უახლოეს მომავალში შეხვედრის სურვილი გამოთქვეს.