დღეიდან, 15 მაისიდან, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ბრენდი "Fujitsu" იწყებს კომპიუტერიზაციის მასშტაბურ პროექტს "განაახლე". კორპორაცია "Fujitsu Technology Solutions GmbH"-მა გადაწყვიტა, განეხორციელებინა ინვესტიცია საქართველოში, რაც მდგომარეობს შემდეგში: მომხმარებელი ყიდულობს გერმანიაში წარმოებულ "Fujitsu"-ს ნოუთბუქს 1-წლიანი განვადებით, ხოლო განვადების %-ს "Fujitsu" იხდის.
აღნიშნულ სიახლესთან დაკავშირებით,15 მაისს, 12:00 საათზე, სასტუმრო "რადისონში", "Fujitsu" ექვს უმსხვილეს ბანკთან გააფორმებს მემორანდუმს, რის შემდეგაც პროექტი გახსნილად გამოცხადდება. აქცია 31 ივლისის ჩათვლით მთელი საქართველოს მასშტაბით 71 კომპიუტერულ მაღაზიაში იმოქმედებს: თბილისში, ბათუმში, ოზურგეთში, ქუთაისში, ზუგდიდში, ახალციხეში, გორში, რუსთავში, მარნეულში, გურჯაანში, წნორში, დედოფლისწყაროში და ა.შ..
როგორც "Fujitsu"-ს მენეჯმენტში აცხადებენ, პროექტი უნიკალურია: იგი მოქმედებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და მასში ჩართულია 37 კომპანია, ჯამში 71 მაღაზიით. ასევე პროექტში ჩართულია ყველა ბანკი, რომელიც განვადებას გასცემს: "თიბისი ბანკი", "საქართველოს ბანკი", "ბანკი რესპუბლიკა", "პრივატბანკი", "ლიბერთი ბანკი" და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრედო".
რაც მთავარია, პროდუქცია არ ძვირდება პროექტის დაწყებამდე (როგორც ხდება 0%-იანი განვადებების უმრავლეს შემთხვევაში), გერმანული წარმოების ნოუთბუქები არის საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასად, ხოლო იმ %-ს, რომელიც აძვირებს ხოლმე პროდუქციას, "Fujitsu" იხდის სპეციალური ფონდიდან, სწორედ ამაში მდგომარეობს ინვესტიცია.
"საინფორმაციო ტექნოლოგიების ბაზარი საქართველოში დინამიური და მზარდია. "Fujitsu" საქართველოს ბაზარზე 2001 წლიდანაა წარმოდგენილი და ტექნიკის ბაზრის დაახლოებით 10% უჭირავს. ამის გათვალისწინებით, კორპორაციამ გადაწყვიტა მეტი ინვესტიცია ჩადოს საქართველოს ბაზარზე და მაღალი ხარისხის გერმანული, ქალაქ აუგსბურგში, წარმოებული ნოუთბუქები მოსახლეობისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახადოს. ამ მიზნით კორპორაციამ უკვე გამოყო სპეციალური ფონდი, საიდანაც ბანკების 1-წლიანი განვადების პროცენტს მომხმარებლის ნაცვლად თავად დაფარავს", - აცხადებს გენადი მოლოდეცკი, "Fujitsu"-ს მმართველი დირექტორი დსთ-ის ქვეყნებში.
პროექტში მონაწილე კომპიუტერული მაღაზიების ვიტრინებზე გამოსახული იქნება პროექტის სიმბოლო - "განაახლე", იმუშავებს ცხელი ხაზი: 224 20 20 და ვებ გვერდი: www.upgrade.ge, სადაც მომხამრებელს საშუალება ექნება მიიღოს დეტალური ინფორმაცია პროექტის, მასში წარმოდგენილი პროდუქციის, განვადების პირობების და პროექტში მონაწილე კომპიუტერული მაღაზიების შესახებ.
Fujitsu Technology Solutions გერმანულ-იაპონურიკორპორაციაა, რომელიც 1935 წელს იაპონიაში დაარსდა და დამკვიდრდა, როგორც ერთ- ერთი პირველი ინოვატორი და მრავალი უნიკალური გამოგონების ავტორი ინფორმაციული და ტელეკომუნიკაციების სისტემების დარგში. დღეისთვის "Fujitsu" მსოფლიოში სიდიდით მესამე IT-სერვისპროვაიდერია და წარმოდგენილია მსოფლიოს 170 ქვეყანაში - ევროპის, ახლო აღმოსავლეთის, აფრიკისა და ინდოეთის ყველაზე მნიშვნელოვან ბაზრებზე. "Fujitsu" მომხმარებელს სთავაზობს IT-პროდუქტების, გადაწყვეტილებებისა და სერვისების სრულ სპექტრს. კომპანია ფლობს 102 000 პატენტს, ჰყავს 140 000 თანამშრომელი, ხოლო მისი წლიური ბრუნვა საშუალოდ 55 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.