საქართველოს პრეზიდენტი ვანში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და სიტყვით მიმართა. შეხვედრისას მიხეილ სააკაშვილმა ყურადღება მომავალ არჩევნებზე გაამახვილა. როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა აღნიშნა, 1 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის არჩევნები მშვიდ გარემოში ჩაივლის და ქვეყანა კვლავ...
მიხეილ სააკაშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში დაბა ხარაგაულის მოსახლეობას შეხვდა და მათ რეგიონის განვითარების პერსპექტივაზე ესაუბრა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა ყურადღება იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გაამახვილა, რომელთა განხორციელებაც რეგიონში უკვე დაიწყო. მან აღნიშნა, რომ ამ კუთხეში ბევრი ...
საქართველოს პრეზიდენტი დღეს დაბა ხარაგაულს ესტუმრა და საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრთან ვახტანგ ბალავაძესთან ერთად კომპანია "სოკარ ენერჯი ჯორჯიას" მიერ ახლადაშენებული გაზსადენი გახსნა. რაიონის ცენტრში ბუნებრივი გაზი, სიმბოლურად, მიხეილ სააკაშვილმა აანთო და მოსახლეობას კეთილდღეობ...
ხვალ, 12 სექტემბერს, 14 საათზე, მცხეთაში, სვეტიცხოველის მიმდებარე ტერიტორიაზე, გაიმართება ფოტოგამოფენა "ქრისტიანული ხელოვნების საგანძური", რომელიც უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია II-ის აღსაყდრებიდან 35-ე და დაბადებიდან მე-80 წელს ეძღვნება. გამოფენაზე წარ...
ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის თავმჯდომარე მამუკა კაციტაძე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდა. დელეგაციის შემდგენლობაში შედიოდნენ ლუკა ვოლონტე, დელეგაციის ხელმძღვანელი (იტალია), ემ მატეუ პი, დელეგაციის წევრი (ანდორა), კრისტოფერ ჩოპე, დელეგაციის წევრი ...
ევრობასკეტ-2013-ის შესარჩევი ციკლის D ჯგუფის დასკვნით მატჩში, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა გუნდმა თბილისის სპორტის სასახლეში ჰოლანდიის ნაკრები დაამარცხა, ანგარიშით 97:89. საქართველოს ნაკრებმა 14 ქულა დააგროვა და ჯგუფში მე-2 ადგილი დაიკავა. ქართველები ბოსნია-ჰერცეგოვინის ნაკრებს პირად ურთიერ...
„ქართული ოცნების" ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატმა თეა წულუკიანმა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ხალხმრავალი შეხვედრა ამჯერად ნაძალადევის მეტროს მიმდებარე სკვერში გამართა. დეპუტატობის კანდიდატმა მოსახლეობასთან ნაძალადევში არსებულ პრობლემებზე და მათი მოგვარების გზებზე ისაუბ...
"თავისუფლება სწორედ ის არის, რომ ბაგრატი აღვადგინეთ", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვანში სტუმრობისას. "საქართველოში აღარ იქნება მიყრუებული და მიგდებული რაიონები. ყველა რაიონი განსაკუთრებული მნიშვნელობის იქნება და ყველა ოჯახში შევა ის სიკეთე, რომელსაც საქა...
თბილისის მერიის მხარდაჭერითა და კომპანია "რეამბიშენსის" ორგანიზებით დიჯეების საერთაშორისო ფესტივალი "თბილისი ელექტრო ღამე 2012" გაიმართება. ფესტივალში მონაწილეობენ მსოფლიოში ცნობილი უცხოელი დიჯეები. ამასთან დაკავშირებით, პრესბრიფინგი 12 სექტემბერს, 14:00 საათზე, სასტუმრო "ჰოლიდეი ინში&qu...
„ქრისტიან - დემოკრატიული მოძრაობის" გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატი ინგა გრიგოლია სოფელ გლდანის მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო. შეხვედრისას, ინგა გრიგოლიამ მოსახლეობას „ქრისტიან - დემოკრატების" წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო, პარტიის პრიორიტეტებზე ისაუბრა და გამარჯვე...
ხვალ, 12 სექტემბერს, ილია ჭავჭავაძის გარდაცვალებიდან 105 წელი სრულდება. ამასთან დაკავშირებით, საგურამოს ი. ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ხელმძღვანელობის ინიციატივითა და მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის თანადგომით, ღონისძიების ჩატარებაა დაგეგმილი, რომელიც 14:00 საათზე წიწამურზე, ილიას მკვლელობის ადგილზ...
"აფხაზეთში სიტუაცია ძალიან შეიცვალა მას შემდეგ, რაც ქართულ -აფხაზური კონფლიქტი დასრულდა. აფხაზეთი უკვე 20 წელია ცხოვრობს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო და ამ პროცესს ვერაფერი დააბრუნებს უკან", _ განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრმა ლეონიდ ლაკერბაიამ საქართველოსა და სომხეთში ნიდერლანდების ელჩთ...
საქართველო პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვანში იმყოფებოდა. პრეზიდენტმა ვანის არქეოლოგიური მუზეუმის სარეკონსტრუქციო სამუშაოს მიმდინარეობა დაათვალიერა და ადგილობრივებსაც გაესაუბრა. "ჩვენ აქ ვქმნით მსოფლიო მნიშვნელობის ახალ ცენტრს, საქართველოს ყველაზე თანამედროვე მუზეუმს. თითქმის, 10 მილიონი გამოვყავით იმისთვი...
"ვერც ერთი სტრატეგიული მიზანი ჩვენმა დამპყრობლებმა საქართველოს მიმართ ვერ განახორციელეს", _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ხარაგაულში სტუმრობისას და აღნიშნა, რომ რუსეთის მიზანი საქართველოს გახლეჩა იყო. "ჩვენი დამპყრობლების მიზანი საქართველოს მიმართ 2008 წელს იყო საქართველოს მ...
"რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გააკეთა, რომ მათ სურთ არჩევნების შემდეგ საქართველოში არეულობა", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ხარაგაულში სტუმრობისას. რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენლის ალექსანდრე ლუკაშევიჩის განცხადების კომენტირებისას სააკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველ...