ფრონეს ხეობაში ვითარების დაძავასთან დაკავშირებით ამ დროისთვის ოფიციალური უწყებს ინფორმაცია არ აქვთ.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის პრეს-სამსახურის უფროსმა მანანა მჭედლიშვილმა გაუცხადა, ან ეტაპზე მიმდინარეობს ინფორმაციის გადამოწმება.
"ინფორმაცია სოციალური ქსელებით გავცელდა. ამჟამად ჩვენ ვახდენთ ინფორმაციის გადამოწმებას. ცოტათი გაუგებრად გვეჩვენება ვის შორის უნდა მომხდარიყო შეტაკება, რადგან დასახელებულ სოფლებში ქართული მოსახლეობა თითქმის არ ცხოვრობს. თუმცა დაბეჯითებით ვერაფერს ვიტყვი, სანამ დაზუსტებული ინფორმაცია არ გვექნება", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" მანანა მჭედლიშვილმა.
შეგახსნებთ, რომ ფრონეს ხეობაში მოხვედრა მხოლოდ შემოვლითი გზით არის შესაძლებელი, რომელიც სოფელ ნიქოზზე გადის.
სოციალური ქსელებით გავცელებული ინფორმაციის მიხედვით დაახლოებით 14 საათზე, ფრონეს ხეობის სოფელ აბანოდან სოფელ კოდაში მიმავალ ვახტანგ სებისკვერაძეს მანქანას, ოსურ სოფელ წვნელისიდან ცეცხლი გაუხსნეს. ამის შემდეგ, სოფელ კოდაში დაახლოებით ოთხი შეიარაღებული სეპარატისტი შევიდა და სროლა ატეხა. ამ ინციდენტს მოჰყვა ორმხრივი სროლა. სროლამ დაახლოებით 1 საათს გასტანა.