დუბლინის ნებისმერ მცხოვრებს და სტუმარს ამიერიდან შესაძლებლობა ეძლევა რომის პაპის, იოანე პავლე მეორეს ავტომანქანით გაისეირნოს.
ბიზნესმენმა პადი დანინგმა გამოისყიდა ავტომობილი, რომლითაც რომის პაპი 1979 წელს ირლანდიაში ყოფნისას გადაადგილდებოდა.
ფორდის მარკის ავტომობილის შეკეთებაზე ბიზნესმენმა 78 ათასი დოლარი დახარჯა.
მისი თქმით, ავტომობილი ყველა ლიმუზინზე უკეთესია. მასში ერთდროულად შეიძლება 14 მგზავრი მოთავსდეს. ავტომანქანაში არის საპატიო ადგილიც სადაც თავის დროზე პონტიფიკი იჯდა.
რელიქვის მფლობელი იმედოვნებს, რომ ავტომანქანა ყველაზე მეტი პოპულარულობით ახალგაზრდებში ისარგებლებს.