ვითარებაში ფრონეს ხეობაში სრულიად მოულოდნელად, დღის 2 საათისთვის, დაიძაბა, - ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ლევან სეფისკვერაძემ განუცხადა.
მისი თქმით, 14 საათზე, ფრონეს ხეობის სოფელ აბანოდან სოფელ კოდაში მიმავალ ვახტანგ სეფისკვერაძეს მანქანას, ოსურ სოფელ წვნელისიდან ცეცხლი გაუხსნეს.
"ჩემი მოგვარეს და ახლობელს, ვახტანგ სეფისკვერაძეს, სოფელ აბანოდან სოფელ კოდაში გადაჰქონდა მადარინი. მას გზად უნდა გაევლო ოსური სოფლები. სრულიად მოულოდნელად, როგორც ამას ადგილობრივები მეუბნებიან, მის ავტომაქანას ცეცხლი გაუხსნეს. ვახტანგ სებისკვერაძემ მოახერხა და თავი კოდას შეაფარა. შემდეგ სოფელში სხვა მხრიდან შევიდა სეპარატისტების ოთხი ჯარიკაცი და ცეცხლი გახსნა, რასაც ქართველი პოლიციელების მხრიდანაც მოჰყვა საპასუხო ცეცხლი. სროლა 40 წუთიდან 1 საათამდე გაგრძელდა", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ლევან სეფისკვერაძემ.
მისივე თქმით, სავარაუდოდ, ოსური მხრიდან ერთი ჯარიკაცი დაიჭრა.
"დაზუსტებით ვერ გეტყვით, თუმცა იმავე ადგილობრივებზე დაყრდნობით გეუბნებით, რომ სავარაუდოდ, ოსური მხრიდან დაჭრილია ერთი ჯარისკაცი", - განაცხადა სეფისკვერაძემ და აღნიშნა, მოსახალეობას აქვს შიში, რომ შესაძლოა, ვითარება დაიძაბოს.
მისივე თქმით, ამ დროისთვის სოფლებში სიმშვიდეა.