კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილ მაღალჩინოსანს, გერონტი ალანიას, ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. როგორც ჟურნალისტებს ალანიას ადვოკატმა დავით ხაჟალიამ განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი 333-ე მუხლის მესამე ნაწილით წარედგინა.
"ცნობილია, რომ საქმე ეხება 2005 წლის იანვარში მთაწმინდა-კრწანისის მთავარი სამმართველოს სისხლის სამართლის სამძებროს უფროსის ცემას", - აღნიშნა ადვოკატმა და აღნიშნა, რომ მტკიცებულებებს ბოლომდე არ იცნობს.
გერონტი ალანია ამ დროისთვის საქართველოში არ იმყოფება. როგორც ადვოკატი აცხადებს, მას არ ჰქონია საუბარი ალანიასთან და არც ის იცის, თუ რომელ ქვეყანაშია მისი დაცვის ქვეშ მყოფი.