ENG / RUS       12+

ყველა სიახლე

  • მაია ფანჯიკიძე ჯონ მაკკეინს შეხვდება

    მაია ფანჯიკიძე ჯონ მაკკეინს შეხვდება

    საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში ამერიკელ სენატორს ჯონ მაკკეინს შეხვდება. დაგეგმილია მაია ფანჯიკიძის მარშალის ფონდში სიტყვით გამოსვლაც. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი,,ვაშინგტონ პოსტის" ჟურნალისტებსაც შეხვდება. როგორც ჟურნალისტებთან მაია ფანჯიკიძემ ...

    30 ნოემბერი 2012, 10:43
  • ალექსანდრე მუხაძეს ბრალს დღეს დაუსწრებლად წაუყენებენ

    ალექსანდრე მუხაძეს ბრალს დღეს დაუსწრებლად წაუყენებენ

    პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, გლდანის მე-8 საპყრობილის ყოფილ ხელმძღვანელ ალექსანდრე მუხაძეს ბრალს დღეს დაუსწრებლად წაუყენებენ. პროკურატურის ინფორმაციით, ეჭვმიტანილი ალექსანდრე მუხაძე ამ დროისთვის საქართველოში არ იმყოფება და მოსალოდნელია მის ძებნაში ინტერპოლი ჩაერთოს. თეთრაძის ოჯახის ად...

    30 ნოემბერი 2012, 10:41
  • შიდა ქართლში პრეზიდენტის ადმინისტრაციის სამ თანამშრომელს ბრალს დღეს წაუყენებენ

    შიდა ქართლში პრეზიდენტის ადმინისტრაციის სამ თანამშრომელს ბრალს დღეს წაუყენებენ

    შიდა ქართლში პრეზიდენტის ადმინისტრაციის სამ თანამშრომელს ბრალს დღეს წაუყენებენ. პრეზიდენტის რწმუნებულის ადმინისტრაციის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი რევაზ კახნიაშვილი, ერევდის მუნიციპალიტეტის უფროსი სპეციალისტი ივანე მიდოდაშვილი და შიდა ქართლის პრეზიდენტის რწმუნებულის ადმინისტრაციის მთავარი სპეციალისტი ალექსანდრე ზანგალაძე დ...

    30 ნოემბერი 2012, 10:39
  • სირიაში ინტერნეტი გათიშეს

    სირიაში ინტერნეტი გათიშეს

    სირიის მთელ ტერიტორიაზე ინტერნეტი არ მუშაობს. მისი გათიშვა რამდენიმე საათის წინ მოხდა. „ასოშეითედ პრესის" ინფორმაციით, სირიის მოსახლეობას სერიოზული პრობლემები ფიჭურ კავშირგაბმულობასთანაც ექმნება. ხელისუფლება, ოპოზიციის ხელის შეშლის მიზნით, აქამდეც თიშავდა ინტერნეტს და ფიჭურ კავშირს იმ ტერიტორიებში, სადაც ბაშარ ...

    30 ნოემბერი 2012, 10:34
  • საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ჰილარი კლინტონს შეხვდა

    საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ჰილარი კლინტონს შეხვდა

    ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტად მყოფი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაია ფანჯიკიძე აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ჰილარი კლინტონს შეხვდა. შეხვედრის დაწყებამდე, ჰილარი კლინტონმა კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ბოლო საპარლამენტო არჩევნები საქართველოსთვის დემოკრატიისკენ კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბ...

    30 ნოემბერი 2012, 10:05
  • ლაშა პატარაიამ ახალი რეკორდი დაამყარა

    ლაშა პატარაიამ ახალი რეკორდი დაამყარა

    ქართველმა სპორტსმენმა - ლაშა პატარაიამ ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. პატარაიამ 8 ტონისა და 280 კილოგრამის წონის სატვირთო მანქანა ცალ ყურზე მობმული თოკით 21 მეტრისა და 50 სმ-ის მანძილზე გასწია. მსოფილო რეკორდი რუსთავის ავტოდრომზე დამყარდა. სარეკორდო ღონისძიება რეკორდსმენთა კავშირ "გიორგის" , ათლეტიზმის ფედერა...

    30 ნოემბერი 2012, 09:59
  • თბილისი-ბათუმის მატარებელი ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა

    თბილისი-ბათუმის მატარებელი ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა

    თბილისში, ავჭალის მიმდებარებე ტერიტორიაზე თბილისი-ბათუმის მატარებელი ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა. მოქალაქე სავარაუდოდ ნასვამი იყო და მატარებლის გამაფრთხილებელი სიგნალი ვერ შენიშნა. ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა. მისი ვინაობა უცნობია.

    30 ნოემბერი 2012, 09:56
  • გაერომ პალესტინის ავტონომიის სტატუსი "დამკვირვებელი სახელმწიფოს" დონემდე გაზარდა

    გაერომ პალესტინის ავტონომიის სტატუსი "დამკვირვებელი სახელმწიფოს" დონემდე გაზარდა

    გაეროს გენერალურმა ასამბელეამ ხმების უმრავლესობით მხარი დაუჭირა პალესტინის ავტონომიის სტატუსი გაზრდას - დამკვირვებელი სახელმწიფოს დონემდე. კენჭისყრის შედეგების მიხედვით პალესტინის ავტონომიისთვის სტატუსის გაზრდას მხარი დაუჭირა 138-მა სახელმწიფომ, 41-მა სახელმწიფომ თავი შეიკავა. წინააღმდეგ ხმა მისცა 9 სახელმწიფომ. ...

    30 ნოემბერი 2012, 09:49
  • საცხოვრებელი ბინიდან უკანონო იარაღის ამოღეს

    საცხოვრებელი ბინიდან უკანონო იარაღის ამოღეს

    მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, სამართალდამცავებმა ქარელის რ/ნ-ის სოფელ დვანში მცხოვრები არჩილ ა.-ს საცხოვრებელი ბინიდან 1960 წელს გამოშვებული „აკმ"-ის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი #"პიუ-2615", 22 ცალი მცირეკალიბრიანი შაშხანი...

    30 ნოემბერი 2012, 09:35
  • ხელჩანთის ძარცვისთვის ორი არასრულწლოვანი დააკავეს

    ხელჩანთის ძარცვისთვის ორი არასრულწლოვანი დააკავეს

    სამართალდამცავებმა ხელჩანთის ძარცვის ფაქტთან დაკავშირებით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად ცხელ კვალზე ორი არასრულწლოვანი 1997 წელს დაბადებული გიორგი მ. და 1996 წელს დაბადებული სერგო მ. დააკავეს. შსს-ის ინფორმაციით, აღნიშნულმა პირებმა რუსთავში XV მიკრორაიონის ტერიტორიაზე, ღამის საათებში...

    30 ნოემბერი 2012, 09:34
  • როგორი იქნება ახალი ხელისუფლების კავკასიური პოლიტიკა?

    როგორი იქნება ახალი ხელისუფლების კავკასიური პოლიტიკა?

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტი გადადო, თუმცა, როგორც ცნობილი ხდება, ახლო მომავალში, ის მეზობელ ქვეყანას, აზერბაიჯანს ეწვევა. ექსპერტების ვარაუდით, მთავრობის მეთაური ბაქოში რიგ კონკრეტულ ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით გამართავს მოლაპარაკებებს, რაც საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნი...

    30 ნოემბერი 2012, 09:31
  • ჯონათან სვიფტის დაბადებიდან 345 წელი შესრულდა

    ჯონათან სვიფტის დაბადებიდან 345 წელი შესრულდა

    დღეს, 30 ნოემბერს, ირლანდიელი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, ჯონათან სვიფტის დბადებიდან 345 წელი შესრულდა. სვიფტი 1667 წლის 30 ნოემბერს დაიბადა. ჯონათან სვიფტი უფრო მეტად ცნობილია, როგორც ფანტასტიკური ტეტრალოგიის "გულივერის თავგადასავლის" ავტორი. მასში სვიფტი სატირული მეთოდებით დასცინის ადამიანსა ...

    30 ნოემბერი 2012, 09:07
  • "ვერნისაჟში" თეა დურმიშიძის გამოფენა გაიხსნება

    "ვერნისაჟში" თეა დურმიშიძის გამოფენა გაიხსნება

    დღეს, 30 ნოემბერს, 18:00 საათზე, გალერეა "ვერნისაჟში" თეა დურმიშიძის პერსონალური გამოფენა გაიხსნება. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ფერწერა, გრაფიკა და ტიხრული მინანქრით შესრულებული ნამუშევრები. გამოფენა გალერეა "ვერნისაჟში" 8 დეკემბრამდე გაგრძელდება.

    30 ნოემბერი 2012, 09:00
  • "ქარვასლაში" გამოფენა "13/13" გაიხსნება

    "ქარვასლაში" გამოფენა "13/13" გაიხსნება

    დღეს, 30 ნოემბერს, თბილისის ეროვნულ მუზეუმ "ქარვასლაში" ნინო კალანდიასა და პაპუნა პაპასკირის ერთობლივი პროექტი - გამოფენა "13/13" გაიხსნება. გამოფენის ორგანიზატორების განცხადებით, 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა აფხაზეთის კონფლიქტი, რომელმაც ასობით და ათასობით უდანაშაულო ადამიანი...

    30 ნოემბერი 2012, 08:44
  • მარჯანიშვილის თეატრში ვახუშტი კოტეტიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება

    მარჯანიშვილის თეატრში ვახუშტი კოტეტიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება

    დღეს, 30 ნოემბერს, 19:00 საათზე, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართება ხალხური პოეზიის საღამო - "ლექსო, არ დაიკარგები". ღონისძიება ვახუშტი კოტეტიშვილის ხსოვნას ეძღვნება. მონაწილეობენ საქართველოს ყოველი კუთხის გამორჩეული მელექსეები, ფოლკლორული ანსამბლები და ი...

    30 ნოემბერი 2012, 08:35