ვაზიანში ახალი აეროპორტის მშენებლობაზე მთავრობას საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განმარტებით, ვაზიანში აეროპორტის მშენებლობის იდეა ჯერ ისევ იდეის დონეზეა.
„ჩვენ თეორიულ დონეზე ვიხილავთ და წინასწარი შეფასებები გავაკეტეთ იმაზე, რომ ვაზიანში სატვირთო აეროდრომი გაკეთდეს. ეს არის წინასწარი განხილვა, რომელიც არ არის ჩამოყალიბებული და რაიმე კონკრეტული გეგმები არ არსებობს. ექსპერტების გათვლებით ვაზიანი აეროპორტის ასაშენებლად საკმაოდ კარგი ადგილია. თუმცა ეს უახლოეს პერსპექტივაში არ განიხილება"- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მინისტრის განმარტებით, მიუხედავად იმისა რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული ვაზიანში აეროპორტის მშენებლობასთან დაკავშირებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მაინც მთავარ აეროპორტად დარჩება.
„თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, როგორც ვითარდებოდა ისევ ისე ვიტარდება და საკმაოდ სწრაფი ტემპითაც. თბილის საერთაშორისო აეროპორტის გასწვრივ უამრავი ინვესტორი დებს ინვესტიციებს, კეთდება ლოჯისტიკური ცენტრები. ჩვენ არ შეიძლება, რომ უარი ვთქვათ იმ მთავარ აეროპორტზე, რომელიც დღეს გაგვაჩნია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტი კიდევ უფრო განვიტარდება და მას კარგი ბზინეს მომავალი აქვს"- განაცხადა კვირიკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები