დონის როსტოვში, ჩრდილო-კავკასიის საოლქო სასამართლომ საქართველოს სასარებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებულს განაჩენი გამოუტანა. გავრცელებული ინფრმაციით, სასამართლომ ყოფილი პრაპორშიკი დენის კაიმაკოვი სახელმწიფო ღალატში ბრალდებულად სცნო და მას ტვა წლით თავისუფლების აღკვეთა ჯაშუშობისათვის მიუსაჯა.
ამას გარდა, მოქმედი კანომდებლობის მიხედვით, პატიმარს სამხედრო წოდება ჩამოერთვა.
კაიმაკოვი ბრალდებულად აღიარებულია იმაში, რომ აფხაზეთში სამხედრო სამსახურის დროს ის ქართულ მხარეს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საიდუმლო მასალებს აწვდიდა.
შეგახსენებთ, რომ 2011 წლის 7 დეკემბერს ამავე სასამართლომ საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობაშოი ბრალდებულ რუს სამხედროს ვლადიმერ კლენკოვს 12 წლით თავისუფლების სღკვეთა მიუსაჯა. იმავე წლის 19 ოქტომბერს ამავე საამართლომ, ამავე ბრალდებით, 10 და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა კიდვე ორ პირს - სამხედროს დავიდ ალიევსა და მის დედას ირინა ალიევას.