ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მიიჩნევს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებს ქვეყნის ეკონომიკაზე მიზერული გავლენა ექნება. მინისტრის თქმით, ზოგადად არჩევნები ქვეყნის საინვესტიციო გარემოზე აისახებახოლმე, თუმც კვირიკაშვილს იმედი აქვს, რომ არჩევნები ქვეყნის ეკონომიკას რაიმე ზიანს არ მიაყენებს.
„საპრეზიდენტო არჩევნები და ზოგადად ნებისმერი არჩევნები გარკვეულ გავლენას ახდენს ქვეყნის საინვესტიციო გარემოზე. მოლოდინი არის ძალიან დიდი და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ არჩევნები ჩაივლის ისე, რომ არანაირი უარყოფითი გავლენა, თუ არა დადებითი, არ ექნება სამეწარმეო გარემოზე. ჩვენ აბსოლიტურად დარწმუნებულნი ვართ, რომ პროგნოზირების ხარისხი არჩევნების შემდეგ გაიზრდება. ბევრი ინვესტორი აცხადებს იმას, რომ ამ არჩევნებზე ბევრი რამ არის დამოკიდებული და დარწმუნებულნი ვართ, რომ ეს იქნება დადებითი წერტილი ქვეყნის ცხოვრებაში"- განაცხადა კვირიკაშვილმა.