საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი პოლონეთის ეროვნული უშიშროების ბიუროს ხელმძღვანელს შეხვდა. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს" უშიშროების საპჭოს აპარატიდან აცნობეს შეხვედრაზე მხარეებმა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში საქართველო-პოლონეთის თანამშრომლობისა და რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებზე, მათ შორი...
,,ნაცმოძრაობის" წევრი ზურაბ ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ იმ ფონზე როცა ყოველდღიურად ეროვნული ვალუტა უფასურდება აუცილებელია ეკონომიკური გუნდის მინისტრების პასუხისმგებლობა დადგეს. ,,ლარი დღითი-დღე უფასურდება, უკვე აცდა 1,9 ნიშნულს. Aამის შედეგად, პირველ რიგში, ზარალდებიან სოციალურად გაჭირვებული ადამიანები, მათ შორის, ...
შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე აშშ-ს ვისკონსინის შტატის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მდივან ედ ვოლს და სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობების საერთაშორისო ბიუროს (INL) უფროს ტრეისი ნიუვალს შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს ისეთი საკითხები, რ...
უკრაინის მსგავსი სცენარი საქართველოში არ ვითარდება, - ამის შესახებ, ნატოს გენeრალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში ჯეიმს აპატურაიმ, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა. ჯეიმს აპატურაიმ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ნატო საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა ...
საბურთალოს რაიონის გამგეობის ინიციატივით, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტისა და ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" მხარდაჭერით, 2015 წლიდან საბურთალოს რაიონში საზოგადოებრივი საბჭოები შეიქმნება. საბჭოს შექმნასთან დაკავშირებით ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს დღეს საბურთალოს რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ და სა...
გალის, ტყვარჩელისა და ოჩამჩირის რაიონების მოსახლეობისთვის პასპორტების მასობრივი შემოწმება-ჩამორთმევის შემდეგ სოხუმის მოსახლეობის ჯერიც დადგა როგორც ოკუპირებული აფხაზეთის ხელისუფლებაში იუწყებიან, პასპორტების შემოწმებამ მოქალაქეობის შესახებ კანონის მრავალი დარღვევა გამოავლინა. სწორედ ამ პრობლემას მიე...
ვითიბი ბანკსა და საქართველოს საწყლოსნო სახეობათა სპორტის ფედერაციას შორის შედგა შეთანხმება, რომლის თანახმად 2015 წლის განმავლობაში ბანკი,წყალბურთში საქართველოს ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორი იქნება. ხელშეკრულება, რომელსაც 4დეკემბერს მოეწერა ხელი ერთ წლიან პარტნიორულ ურთიერთობას ითვალისწინებს...
პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წამომადგენლი კავკასიასა და ცენტრალულ აზიაში ჯეიმს აპატურაი თავდაცვის უწყებაში გამართული შეხვედრის შემდეგ დარწმუნდა, რომ ქვეყნის საგრეო კურსი არ შეცვლილა და თავდაცვის უწყებაშიც ტექნიკურ დონეზე ყველა საკითხი მიდის და ვითარდება ისე, ...
ფინანსთა სამინისტროს საფინანსო-ანალიტიკურმა სამსახურმა პირველად საქართველოში ახალი მომსახურება - eCloud ტექნოლოგია დანერგა, რომლის პრეზენტაცია მიმდინარე წლის 4 დეკემბერს, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში" შედგა. პრეზენტაცია ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ლაშა ხუციშვილმა გახსნა. &...
უწმინდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სიონის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას გაჭირვებულ ხალხზეც ისაუბრა და ბანკის ხელმძღვანელებს, მოუწოდა ზამთარში მაინც ნუ გამოსახლებენ ადამიანებს საკუთარი სახლებიდან . "მინდა გაჭირვებული ხალხის მდგომარეობას შევეხო. ხალხმა ბანკებში სესხები...
ექიმის განცხადებით, თემქაზე დაჭრილი საპატრულო პოლიციის თანამშრომლის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. როგორც მე-5 კლინიკური საადმყოფოს ექიმმა მიხეილ გურგენიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პაციენტი ჩატარებული ოპერაციის შემდეგ, რეანიმაციული განყოფილებიდან ინტენსიური მკურნალობის პალატაში გადაიყვანეს. ე...
თბილისში, თემქის დასახლებაში საპატრულო პოლიციის თანამშრომლის დაჭრის ფაქტზე, შსს- მ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენ"-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, საპატრულო პოლიციელ...
4 დეკემბერს გამართულ ეროვნული ბანკის 7-დღიან რეფინანსირების აუქციონზე, რომლის მოცულობამ 450 000 000 ლარი შეადგინა, განაცხადი დაუკმაყოფილდა შვიდ კომერციულ ბანკს. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 4.00 პროცენტით, მაქსიმალური 4.03 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 4.00 პროცენტით განისაზღვრა. რეფინანსირების აუქციონები ყ...
,,ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნავთლუღის ბაზარში იმყოფებოდა, სადაც სურსათზე არსებულ ფასებს გაეცნო და ხელისუფლება ლარის კურსის განზრახ ვარდნაში დაადანაშაულა. მელიას განცხადებით, ლარის კურსის ვარდნამ სურსათზე ფასები გაზარდა და სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის სრულფასოვანი რეალიზაცია ვეღარ ხდება. მელია მოუწ...
ბერლინში ხელი მოეწერა საქართველოსა და გერმანიის იუსტიციის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის შესახებ დეკლარაციას, რაც ამ ორი ქვეყნის უწყებებს შორის პირველი ასეთი ტიპის დოკუმენტია. დეკლარაციას ხელი მოაწერეს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და გერმანიის იუსტიციის ფედერალურმა მინისტრმა ჰაიკო მაასიმ....