ბერლინი იმედოვნებს, რომ მოსკოვი დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობას არ აღიარებს. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტელეარხ ARD-ის ეთერში განაცხადა. "ვიმედოვნებთ, ის, რაც პრეზიდენტ პუტინისგან მოვისმინეთ, რეალობას არ შეესაბამება. უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა უნდა იყოს ხელშეუხებელი, რასაც მინსკის შეთანხმებაც ითვალისწინებს,"-აღნიშნა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა. მოსკოვის გეგმების გამო გერმანიის პირველმა დიპლომატმა შეშფოთება მას შემდეგ გამოთქვა, რაც კრემლის ლიდერმა პროგრამა "ვესტი სუბოტიში" ღიად განაცხადა, რომ დეფაქტო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარებას არ გამორიცხავს.