იუსტიციის მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ბარამიძის განცხადებით, სასამართლოს დაეკისრება ვალდებულება დაასაბუთოს კონკრეტული მტკიცებულებების მითითებით რატომ გამოიყენა, ან შეცვალა აღმკვეთის ღონისძიებსის სახით პატიმრობა. როგორც მინისტრის მოადგილემ მთარობის სხდომის შემდეგ განაცხადა აღნიშნულს აღმკვეთის ღონისძიების საკითხთან დაკავშირებით კანონპროექტი ითვალისწინებს რომელიც მთავრობამ გასულ კვირას დაამტკკიცა და პარლამენტში განხილვა უკვე ამ კვირიდან დაიწყება.
,,სასამართლოს დაეკისრება ვალდებულება დაასაბუთოს კონკრეტული მტკიცებულებების მითითებით რატომ გამოიყენა, ან შეცვალა აღმკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა. Aასევე სასამართლოს დაეკისრება ვალდებულება ორ თვეში ერთხელ თავისი ინიციატივით გადასინჯოს გამოყენებული აღმკვეთის ღონისძიების მიზანშეწონილობა”, _განაცხადა ბარამიძემ.