თბილისში, ფანასკერტელის ქუჩაზე, სახლის მშენებლობის ადგილას მიწა ჩამოწვა. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან” თვითმხილველებმა განაცხადეს, კლდის ნაწილი მაშინ ჩამოწვა, როდესაც მშენებლობის ადგილას ნიადაგის მოსუფთავება მიმდინარეობდა. ადგილზე მისულები იყვნენ სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები, რომლებმაც ტერიტორია...
FlyUia ხელბარგის წონის სტანდარტის ცვლილებას არ გეგმავს. როგორც უკრაინული მედია წერს, მიუხედავად იმისა, რომ IATA-მ ავიაკომპანიებს ხელბარგის წონის შემცირებისკენ მოუწოდა, უკრაინული ავიაგადამზიდავი FlyUia ხელბარგის წონის სტანდარტის ცვლილებას არ აპირებს. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე წლის უკან IATA-მ კომპანიებს ხელბარგის ერთიანი ს...
თბილისში, არსებულ პარლამენტის შენობაში პარლამენტის წევრებისა და საჯარო სამსახურის ბიუროს წარმომადგენელთა მონაწილეობით შეხვედრა გაიმართება, სადაც “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის ახალ პროექტს განიხილავენ. კანონპროექტის შემუაშვების საფუძველს წარმოადგენს საქართველოს მთავრობის მიერ 2014 წლის ნოემბერში ...
საქალაქო სასამართლო ე.წ კაბელების საქმის განმხილველი მოსამართლის მიმართ მიმდინარე ,,ცილისმწამებლურ კამპანიას” ეხმიანება. სასამართლოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ, სხვადასხვა მედიასაშუალებებით ვრცელდება ინფორმაცია, მოსამართლესა და ყოფილ თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას გარემოცვის ერთ-ერთ ...
დღეს, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა განსაკუთრებით დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე დაკავებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამდებობის პირების: ნუგზარ კაიშაურის, გიზო ღლონტის, დავით წიფურიას, გიორგი ...
17 ივნისს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ესპანელ ბიზნესმენთა ჯგუფი მიიღო, რომლებიც საქართველოს ტურისტული პოტენციალის გაცნობის მიზნით არიან ჩამოსულნი. შეხვედრას ასევე დაესწრნენ საქართველოს ელჩი ესპანეთში ზურაბ პოლოლიკაშვილი, თბილისის ვიცე-მერ...
ამერიკის თასის ჯგუფორ ეტაპზე არგენტინის ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვა. არგენტინელებმა პარაგვაი მინიმალური ანგარიშით დაამარცხეს. ერთადერთი ბურთი შეხვედრის 56-ე წუთზე სერხიო აგუერომ გაიტანა. მომდევნო შეხვედრას არგენტინა 20 ივნისს იამაიკასთან გამართავს.
ვერეს ხეობაში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები მეხუთე დღეა გრძელდება. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, ცენტრალური და რეგიონალური სამსახურები ეროვნულ სატყეო სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად, უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ და ტერიტორიას სტიქიის შედეგად ხეობაში შეტანილი ხის მერქნისგან წმენდენ....
მოსკოვი ჟანა ფრისკეს ემშვიდობება. ცნობილ მომღერალს დღეს დაკრძალავენ. ფრისკე 40 წლის ასაკში მძიმე ავადმყოფობით გარდაიცვალა. 2013 წელს მას თავის ტვინის სიმსივნე აღმოუჩინეს. მომღერალი მსოფლიოს საუკეთესო კლინიკებში მკურნალობდა, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.
იემენში მასშტაბური ტერორისტული აქტები განხორციელდა. ტერორისტთა სამიზნე ამჯერად ქვეყნის დედაქალაქი სანა გახდა. დანაღმული ავტომანქანები ქალაქის მეჩეთებთან აფეთქდა. ტერაქტებს 2 ადამიანი ემსხვერპლა, 60-მდე კი დაშავდა. რამდენიმე მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით, 2015 წლის მაისის თვეში უძრავი ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობა წინა წლის იმავე თვესთან შედარებით 2.5%-ით გაიზარდა და ქვეყნის მასშტაბით 41 867 ერთეული შეადგინა. ა.წ. მაისი 2011-2014 წლების იმავე თვესთან შედარებით უპირატესი ზრდით გამოირჩევა: 2011 წლის მაისთან (41...
მორიგი შეიარაღებული თავდასხმა შეერთებულ შტატებში. ჩარლსტონის წმინდა ემანუელის სახელობის ეკლესიასთან დაუდგენელმა პირებმა ცეცხლი გახსნეს. ინციდენტს 8 ადამიანი ემსხვერპლა, რამდენიმე კი დაშავდა. თავდამსხმელები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. დანაშაულის მოტივი უცნობია.
უკრაინაში სპეციალური დანიშნულების საპატრულო სამსახურის, "ტორნადოს" 8 თანამშრომელი დააკავეს. მათ ბრალად ლუგანსკის ტერიტორიაზე რამდენიმე მძიმე დანაშაულის ჩადენა ედებათ. როგორც წინასწარი გამოძიებით დადგინდა, მილიციელები უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ადამიანებს აუპატიურებდნენ და აწამებდნენ. ისინი ...
ბელგიაში მოქმედი ყველა რუსული აქტივი დაყადაღებულია. სასამართლოს სანქციები მხოლოდ იმ რუსულ დაწესებულებებზე არ გავრცელდება, რომლებსაც დიპლომატიური იმუნიტეტი იცავს. აქტივების დაპატიმრება კომპანია იუკოსის სარჩელის საფუძველზე განხორციელდა, რომელიც ბელგიის საარბიტრაჟო სასამართლომ გასული წლის ივლისში დააკმაყოფილა. სასამართლოს მიერ დაკისრე...
ამ დროისათვის დაკარგულად მიიჩნევა 3 პირი : ელიზბარ შოთას ძე ბაღაშვილი, დაბ.: 16/08/1961; ბექა თეიმურაზის ძე ბუთურიშვილი, დაბ.: 28/08/1981; სერგო ავთანდილის ძე კაპანაძე, დაბ.: 01/03/1984. „დაკარგულების ძებნა კვლავ გრძელდება. დღეს ასევე ჩართულები არიან სამაშველო სამსახურის მყვინთავები. ნავებით შევლენ...