უკრაინაში სპეციალური დანიშნულების საპატრულო სამსახურის, "ტორნადოს" 8 თანამშრომელი დააკავეს. მათ ბრალად ლუგანსკის ტერიტორიაზე რამდენიმე მძიმე დანაშაულის ჩადენა ედებათ. როგორც წინასწარი გამოძიებით დადგინდა, მილიციელები უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ადამიანებს აუპატიურებდნენ და აწამებდნენ. ისინი ლუგანსკის 2 მცხოვრების მკვლელობაშიც არიან ეჭვმიტანილები.