მოსკოვი ჟანა ფრისკეს ემშვიდობება. ცნობილ მომღერალს დღეს დაკრძალავენ. ფრისკე 40 წლის ასაკში მძიმე ავადმყოფობით გარდაიცვალა. 2013 წელს მას თავის ტვინის სიმსივნე აღმოუჩინეს. მომღერალი მსოფლიოს საუკეთესო კლინიკებში მკურნალობდა, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.