იემენში მასშტაბური ტერორისტული აქტები განხორციელდა. ტერორისტთა სამიზნე ამჯერად ქვეყნის დედაქალაქი სანა გახდა. დანაღმული ავტომანქანები ქალაქის მეჩეთებთან აფეთქდა. ტერაქტებს 2 ადამიანი ემსხვერპლა, 60-მდე კი დაშავდა. რამდენიმე მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია.