აჭარის მთავრობა ბათუმის ბულვარის განვითარების კონცეფციაზე მუშაობს. პროექტის სამუშაო ვარიანტის პრეზენტაცია უკვე გაიმართა.
პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით ევროკომიის პოზიტიურ ანგარიშს მიესალმება და მიიჩნევს, რომ ის სრულად ასახავს იმ პროგრესს, რომელსაც საქართველომ ბოლო სამი წლის განმავლობაში მიაღწია. აღნიშნულთან დაკავშირებით ქვეყნის პირველი პირი განცხადებას ავრცელ...
აშშ თავდაცვის მდივანი მოულოდნელი ვიზიტით ავღანეთში ჩავიდა. დაუგეგმავი ვიზიტის ფარგლებში ის უკვე შეხვდა ავღანეთში დისლოცირებულ ამერიკულ სამხედრო მეთაურობას. დღესვე ის მოლაპარაკებებს ავღანეთის პირველ პირებთან გამართავს.
დედაქალაქის მერიამ წლის ბოლომდე 145 მილიონი ლარი უნდა დახარჯოს, - ამის შესახებ დღეს თბილისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა - თბილისის" თავმჯდომარე ირაკლი აბესაძემ განაცხადა. ირაკლი აბესაძის თქმით, მას ხელთ აქვს თბილისის მერიის მიერ მოწოდებული 10 დეკემბრის მდგომარეობით ოფიციალუ...
საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის ამოქმედებისთვის ევროკაშვირის რეგულაციაში ცვლილება 2016 წლის დსასწყისში შევა, - ნათქვამია ევროკომისიის მიერ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ ანგარიშში. არსებული პროცედურის თანახმად, ევროკომისია რეკომენდაციით მიმართავს ევროკავშირის საბჭოსა...
ევროკომისიამ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით საქართველოს შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.ანგარიში კომისიის ვებგვერდზე განთავსდა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველომ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით ნაკისრი ყველა ვალდებულება შეასრულა. ამ ანგარიშით სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ტექნიკური პროცესი დ...
სომხეთში ავეტისიანების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულ რუს ჯარისკაცის სასამართლო პროცესი დაიწყო. სასამართლო კოლეგიას შირაქის ოლქის მოსამართლე არუთინ მოვსესიანი ხელმძღვანელობს. პროცესი რადიო „აზათუთიუნის“ პირდაპირ ეთერში გადაიცემა. შემზარავი მკვლელობა ქალაქ გიუმრიში იანვრის დასაწყისში მოხდა. 102-ე რუსული ს...
"ქართულ ოცნებას" ქართველმა ხალხმა განაჩენი უკვე გამოუტანა და ეს ნებისმიერი საარჩევნო სისტემის შემთხვევაში, მომდევნო წელს გაფორმდება" - ასე გამოხმაურა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი გიორგი კანდელაკი პარლამენტში, საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს. დეპუტატის თქმით, აღნიშნული ცვლილებები ანტიერ...
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე და პარლამენტის წევრები თინა ბოკუჩავა და ვიქტორ დოლიძე საქართველოში სამუშაო ვიზიტად მყოფ უკრაინის უმაღლესი რადას წევრებს შეხვდნენ. უკრაინელ კოლეგებთან, უმაღლესი რადას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებთან გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა ურთ...
ოპოზიციონერი დეპუტატი აკაკი ბობოხიძე ვიცე-სპიკერ მანანა კობახიძეს მოუწოდებს ორმაგ სამართალს თავი დაანებოს. დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე, ბობოხიძემ საკუთარი ძმის საქმე მანანა კობახიძის მიერ შეწყალების კომისიაში გაგზავნილ სატელეფონო გზავნილებთან გააიგივა და განაცხადა, რომ მას კობახიძე გულწრფელად ეცოდება. „ქალბატონ...
ისლამურმა სახელმწიფომ ერაყში ბოლო 5 თვის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო ოპერაცია ჩაატარა. ისლამისტებმა იერიში ერთდროულად 3 ქალაქზე მიიტანეს. თავდასხმები მოსულის ახლომდებარე ქალაქებზე განხორციელდა. ქურთმა ამბოხებულებმა სამივე იერიში მოიგერიეს, რასაც ათობით მათგანი ემსხვერპლა. დაღუპულთა ზუსტი რაოდენ...
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი დღეს ბიზნესმენებს შეხვდა, რომლებიც პარლამენტის მიერ ე.წ „საპოლიციო გამოსახლების“ ინსტიტუტის გაუქმების შესახებ მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე ვეტოს დადებას ითხოვენ. აღნიშნულ საკანონმდებლო ცვლილებებზე ვეტოს დადების მოთხოვნით ქვეყა...
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე ფიქრობს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების მზადყოფნით ევროპას ეჯიბრება. როგორც „ჯი-ეიჩ-ენს“ კვაჭანტირაძემ განუცხადა, რუსეთის მხრიდან სავიზო რეჟიმის გაუქმება ძალიან დადებითი გადაწყვეტილება იქნება, რომელიც შეიძ...
„საარჩევნო კოდექსის“ გათვალისწინებით, ახალ მაჟორიტარულ ოლქებს სახელის ნაცვლად, ნომერი მიენიჭება. ცვლილებების გათვალისწინებით, რუსთავის საარჩევნო ოლქის სახელწოდების ნაცვლად, ნომერი იქნება მითითებული. პარლამენტში საარჩევნო ოლქების გადანაწილების თაობაზე მსჯელობა ცხარე კამათის ფონზე მიმდინარეობს....
რუსული ვალუტის კურსი ეცემა. დღეს დილით მოსკოვის ბირჟაზე დოლარის კურსმა 71,29 რუბლი შეადგინა, ერთი ევროს ფასი კი 77,45 რუბლით განისაზღვრა. ბირჟის ანალიტიკოსები რუბლის გაუფასურებას ნავთობის ფასის დაცემას უკავშირებენ. დღევანდელი მონაცემებით, ბრენტის მარკის ბარელი ნავთობი 37,7 დოლარი ღირს.