სომხეთში ავეტისიანების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულ რუს ჯარისკაცის სასამართლო პროცესი დაიწყო. სასამართლო კოლეგიას შირაქის ოლქის მოსამართლე არუთინ მოვსესიანი ხელმძღვანელობს. პროცესი რადიო „აზათუთიუნის“ პირდაპირ ეთერში გადაიცემა. შემზარავი მკვლელობა ქალაქ გიუმრიში იანვრის დასაწყისში მოხდა. 102-ე რუსული სამხედრო ბაზიდან გამოქცეულმა სამხედრო მოსამსახურემ ავეტისისნების ოჯახი ამოხოცა.