დედაქალაქის მერიამ წლის ბოლომდე 145 მილიონი ლარი უნდა დახარჯოს, - ამის შესახებ დღეს თბილისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა - თბილისის" თავმჯდომარე ირაკლი აბესაძემ განაცხადა.
ირაკლი აბესაძის თქმით, მას ხელთ აქვს თბილისის მერიის მიერ მოწოდებული 10 დეკემბრის მდგომარეობით ოფიციალური ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც მერიას დარჩენილ 20 დღეში გაუხარჯავი 145 მილიონი ლარი რჩება. ირაკლი აბესაძის განცხადებით, მერიას აღნიშნული ღირებულების მოუგვარებელი პრობლემები დარჩება. საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატმა სხდომაზე თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობის საკითხი დააყენა. აბესაძემ აღნიშნა, რომ ადამიანები თავიანთი უცოდინარობის გამო ვერ ახერხებენ ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხების ხარჯვას.