პუტინზე თავდასხმაში ბრალდებული ადამ ოსმაევი ამ დრომდე რეანიმაციის განყოფილებაში რჩება. მისი მდგომარეობა მძიმეა. ყოფილ ჩეჩენ მეთაურს თავს დღეს კიევის ცენტრში დაესხნენ. მას მძიმე ჭრილობები აქვს მიღებული. 2012 წელს ადამ ოსმაევი უკრაინელმა სამართალდამცველებმა ოდესაში დააკავეს ერთ-ერთ ბინაში აფეთქების მოწყობი...
თბილისში, დოლიძის ქუჩაზე, „თი-ბი-სი ფეის“ ინკასაციის თანამშრომლების დაყაჩაღების ფაქტზე 2 პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.როგორც განცხადებაში წერია, უწყების თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-5 განყოფილების თანამშრომლებმა, ...
ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის პირველივე დღეებიდან, ის რასაც ეძახიან ჰიბრიდულ ომს, ასეთი ოპერაციების შედეგად იქნა შელახული ჩვენი სუვერენიტეტი, ხოლო შემდეგ 2008 წელს, ჩვენ პირდაპირი სამხედრო აგრესიის მსხვერპლნი გავხდით და ჩვენი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია. ეს ის რეალობაა, რომელი...
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი საერთაშორისო სავალუტო ფონდის, შუა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის მისიის ხელმძღვანელს შეხვდა. გიორგი გახარიამ მერსედეს ვერა-მარტინთან გამართულ შეხვედრაზე საქართველოს მთავრობის სტრუქტურული რეფორმების მიმდინარეობა განიხილა. მათ შორის, დაგროვებითი საპენსიო რე...
გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუცია არის მკაფიო გამოხატულება, თუ რამდენად აქტიურად დგას საქართველოს პრობლემატიკა საერთაშორისო საზოგადოების დღის წესრიგში, გაერო-ს ფარგლებში და რამდენად მზარდია საქართველოსადმი მხარდაჭერა, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გაერო-ს გენერალური ...
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ტოკიოში შეხვედრა გამართა იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციის პრეზიდენტთან შინიჩი კოტაოკასთან, რომელიც ახლო მომავალში საქართველოს ვიზიტით ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში თბილისში საზეიმოდ გაიხსნება JICA-ს რეგიონალური ოფისი. მინისტრმა მადლობა გადაუხადა იაპონურ მხარეს, კონ...
დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებამ პარიზის ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ კრემლის ლიდერი ხუმრობის ხასიათზე დააყენა. საგანგებო განცხადება პუტინმა სანკტ-პეტერბურგის ეკონომიკურ სამიტზე გააკეთა. „დღეიდან მოსკოვში ცუდი ამინდი თუ პეტერბურგში სიცივე შეიძლება პრეზიდენტ ტრამპს და ამერიკულ იმპერიალიზმს დავაბრალოთ, მა...
ანტისამთავრობო მიტინგის დარბევისას ქაბულში 4 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ავღანეთის ჯანდაცვის სამინისტრო იტყობინება. ამ დრომდე საავადმყოფოში იმყოფება 8 დაშავებული. საპროტესტო აქციის მონაწილეები ქაბულში მომხდარი ტერაქტის გამო პრეზიდენტისა და მთავრობის გადადგომას ითხოვდნენ. პოლიციელებმა მათ ცეცხლი გაუხსნეს....
კომპანია „ჯორჯიან ტურის“ ორგანიზებით და ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით 5 ივნისს „ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში“ ნიუორკელი მხატვრის, ბილ ქლაპსის, მულტიმედიის და ვიდეო ნამუშევრების გამოფენა "ARTSPEAK” იხსნება. წარმოდგენა ...
ნიკოლოზ ბასილაშვილისა და რაფელ ნადალს შორის "როლან გაროსის" 1/16-ფინალური შეხვედრა ქართველი ჩოგბურთელის დამარცხებით დასრულდა. მსოფლიოს მე-4 ჩოგანმა შეხვედრა სამ სეტში, ანგარიშით 0:6, 1:6, 0:6 მოიგო. 30 წლის ესპანელმა, რომელსაც "როლან გაროსზე" ცხრა გამარჯვება აქვს მოპოვებული, მიმდინარე ტურნირზე პირველი ო...
ოდესის ყოფილ გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში ხელისუფლების შეცვლა სურს. ამის შესახებ მან კიევში „ჩარკასიობლენერგოს“ თანამშრომლებთან შეხვედრისას განაცხადა, რომლებიც სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და ხელფასების გაზრდას ითხოვენ. „მე მინდა ამ ადამიანებს დავეხმარო. როგორ? მხოლოდ ერთიანი გუნდით, საპარლამენტო უმრავლესობით, ა...
2 ივნისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.4253 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4179 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში - 0.74 თეთრი შეადგინა. &n...
აფგან მუხტარლის საქმე ჩემთვის ძალიან ყურადსაღები, მნიშვნელოვანი და საგანგაშო საკითხია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცესპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განუცხადა. მისი თქმით, საქართველოს პარლამენტი კარგი პლატფორმაა ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის, რომ არსებულ კითხვებს გაეცეს პასუხი. "ეს არის სა...
იტალიის პოლიციამ კალაბრიული მაფიოზური დაჯგუფების, „ნდრანგეტას“ ერთ-ერთი მეთაური დააკავა, რომელიც 1994 წლიდან მალვაში იმყოფებოდა. ჯუზეპე ჯორჯი ქვეყნისთვის ყველაზე საშიშ პირთა ხუთეულში იყო შეყვანილი. სამართალდამცველებმა ის რეჯო-დი-კალაბრიის პროვინციაში აიყვანეს. მას 29 წლიანი პატიმრობა ელის....
მცხეთაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 12 ადამიანი დაშავდა. მიკროავტობუსი განათების ბოძს დაეჯახა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. 4 მათგანი მცხეთის ”ჯეო ჰოსპიტალში”, 8 კი, მცხეთის სამედიცინო ცენტრშია გადაყვანილი. დაშავებულებს სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება აღენიშნებათ. მომხდ...