დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებამ პარიზის ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ კრემლის ლიდერი ხუმრობის ხასიათზე დააყენა. საგანგებო განცხადება პუტინმა სანკტ-პეტერბურგის ეკონომიკურ სამიტზე გააკეთა.
„დღეიდან მოსკოვში ცუდი ამინდი თუ პეტერბურგში სიცივე შეიძლება პრეზიდენტ ტრამპს და ამერიკულ იმპერიალიზმს დავაბრალოთ, მაგრამ ამას რა თქმა უნდა, არ გავაკეთებთ,"-განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
კლიმატური ცვლილებების შესახებ შეთანხმებიდან გასვლის გადაწყვეტილება თეთრი სახლის ლიდერმა გვიან ღამით მიიღო, რის გამოც დასავლელ ლიდერთა კრიტიკის ობიექტი გახდა.