ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა 2026 წლის გაფართოების პაკეტის შესახებ გამართულ პრესკონფერენციაზე სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით ისაუბრა.
ჟურნალისტის კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ სანქციები კვლავ დადგეს დღის წესრიგში და ევროკომისიამ ამაზე კონსენსუსი მიაღწიოს, კალასმა აღნიშნა, რომ დისკუსიები მიმდინარეობს და იანვარში საკითხი ფართოდ განიხილება.
„დისკუსია ეხებოდა იმ მინისტრების სანქცირებას, რომლებმაც ძალადობა გამოიყენეს მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ. დიახ, ეს სიმართლე იყო, ამ ეტაპზე ყველა არ უჭერდა მხარს. გარკვეული წევრი სახელმწიფოები ამის წინააღმდეგი იყვნენ. რა თქმა უნდა, ეს დისკუსიები მიმდინარეობს და იანვარში ამ საკითხზე ფართოდ ვისაუბრებთ, თუ როგორ მივაღწიოთ იმას, რასაც შეიძლება ჰქონდეს ყველაზე დიდი ეფექტი ქართველი ხალხისთვის. თუმცა, ამავე დროს, მთავრობას ძალიან ნათლად მივცეთ სიგნალი, რომ ეს არ არის სწორი გზა. ასე რომ, ამ ეტაპზე, ყველაფერი განიხილება“, – განაცხადა კალასმა.