ნიკოლოზ ბასილაშვილისა და რაფელ ნადალს შორის "როლან გაროსის" 1/16-ფინალური შეხვედრა ქართველი ჩოგბურთელის დამარცხებით დასრულდა.
მსოფლიოს მე-4 ჩოგანმა შეხვედრა სამ სეტში, ანგარიშით 0:6, 1:6, 0:6 მოიგო.
30 წლის ესპანელმა, რომელსაც "როლან გაროსზე" ცხრა გამარჯვება აქვს მოპოვებული, მიმდინარე ტურნირზე პირველი ორი შეხვედრა ბენუა პერსა და რობინ ჰაასეს მოუგო.
ბასილაშვილმა კი, რომელიც "როლან გაროსზე" მესამედ გამოვიდა, წელს პირველ წრეში ფრანგი ჟილ სიმონი დაამარცხა, მეორეში კი სერბ ვიქტორ ტროიცკის სძლია.