პუტინზე თავდასხმაში ბრალდებული ადამ ოსმაევი ამ დრომდე რეანიმაციის განყოფილებაში რჩება. მისი მდგომარეობა მძიმეა. ყოფილ ჩეჩენ მეთაურს თავს დღეს კიევის ცენტრში დაესხნენ. მას მძიმე ჭრილობები აქვს მიღებული. 2012 წელს ადამ ოსმაევი უკრაინელმა სამართალდამცველებმა ოდესაში დააკავეს ერთ-ერთ ბინაში აფეთქების მოწყობის ბრალდებით. ის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინზე თავდასხმის მომზადებაშიც დაადანაშაულეს. ოსმაევი აცხადებდა, რომ მის წინააღმდეგ საქმე ფალსიფიცირებული იყო. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უკრაინას რეკომენდაციით მიმართა, რუსეთისთვის ოსმაევი არ გადაეცა, რის შემდეგაც მისი ექსტრადიციიც პროცესი შეწყდა. 2014 წლის ნოემბერში ის პატიმრობიდან გაათავისუფლეს.