მადლობა მინდა ვუთხრა ადამიანს, რომელმაც 50 ლარი ჩარიცხა ჩვენს ანგარიშზე, მომწერა, რომ მეტი არ შემიძლიაო, - ამის შესახებ დაავადებთა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, დღეს მოსახლეობა ძალიან სოლიდარულია.
"მადლობა ყველას. მე ამათ მერე ცალკე ვეტყვი მადლობას. მადლობა მინდა ვუთხრა ორ ადამიანს, რომლების არც გვარს ვიტყვი, არც სახელსაც, ადამიანი, რომელმაც 50 ლარი ჩარიცხა ჩვენს ანგარიშზე, მომწერა, რომ მეტი არ შემიძლიაო. ჰოდა, რად გვინდა ახლა პოლიტიკა, გამაგებინეთ, არ გვინდა, არ გვინდა ის, რასაც გუშინ ტელევიზიებში ვუყურე.
ყველას ჩვენ გვაქვს ზღვარი რაღაცის, გინახავთ თქვენ როდისმე პაატა იმნაძე გამოსული მდგომარეობიდან? გამოიყვანეს მდგომარეობიდან, რადგან უნდათ, რომ როგორმე პაატაც, მეც ჩაგვითრიონ ამ სიბინძურეში, პოლიტიკურ სიბინძურეში. არა ბატონებო, ვინც ამას დღეს საუბრობს, იმ ხალხზე იცით რამდენი რამე ვიცი მე? რამდენი ინფორმაცია მაქვს, რას როგორ ვერ აკეთებდნენ თავის დროზე, გამოვდივარ და ვსაუბრობ, არ არის მაგის დრო.
ამ ჭირმა ჩვენ ყველა ერთად გაგვაერთიანა და უნდა გაგვაერთიანოს, არ არის ახლა დრო პოზიცია, ოპოზიცია და ასე შემდეგ. ყველამ ერთად დავიცვათ ის, რასაც გვეუბნება სახელმწიფო", განაცხადა ამირან გამყრელიძემ.