მე მეგონა შემოგვთავაზებდა, რომ ტესტებს გვაჩუქებდა და ძალიან დიდ მადლობას გადავუხდიდი, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ გიორგი ვაშაძის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.
გიორგი ვაშაძემ მთავრობას შესთავაზა, რომ ტესტებთან დაკავშირებით შესაბამისი უწყებებს მომწოდებლებთან დააკავშირებდა.
ამირან გამყრელიძემ შემოთავაზებისთვისა და ინფორმაციისთვის გიორგის ვაშაძეს მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა, რომ ინფორმაცია ძალიან ბევრი აქვს და თუ მას შეუძლია პირადად დაეხმაროს და ტესტები ჰუმანიტარული წესით გადასცეს ქვეყანას, ამაზე მხოლოდ მადლობელი იქნება.
"მე გვარს არ დავასახელებ, რამდენიმე ადამიანმა შესწირა და გადმოგვცა ტესტიც და ასევე, სხვათა შორის, ფულადი სახსრებითაც დაეხმარა დაავადებათა კონტროლის ცენტრს. როდესაც ჩვენ მოვრჩებით და ეპიდემია ჩაქრება, ქვეყანაში ყველა მათგანს სათითაოდ გადავუხდით დიდ მადლობას. დაკავშირება ნამდვილად არ გვჭირდება იმიტომ, რომ ყოველდღიურად ჩემთან შემოდის საშუალოდ 10 კომპანიიდან მაინც შემოთავაზება, ტესტების მოწოდებასთან დაკავშირებით და ჩვენი ლუგარის ცენტრის პერსონალი აანალიზებს და უკვე გაანალიზებულია, გადაცემული აქვს სამინისტროს, რადგან სამინისტრო აპირებს ცენტრალიზებულად, მთელი რიგი ტესტების შეძენას.
ასევე, პირდაპირი მოლაპარაკებები მიმდინარეობს ჩინეთთან, კორეასთან, რათა გარკვეული რაოდენობა და იცით, რომ გასულ კვირას ჩვენ ჩინეთმა ძალიან სერიოზული აპარატურა დონაციის სახით გვაჩუქა პისიარ ტექნოლოგიების და მომავალ კვირაში ათას ტესტს ამ დახვეწილი ტექნოლოგიებისას გადმოგვცემს. ეს მუშაობა სერიოზულად მიმდინარეობს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.