გასულ ღამეს ხარკოვზე იერიშის შედეგად დაშავდა ოთხი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვია. ამის შესახებ განაცხადა ხარკოვის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეჰ სინეგუბოვმა განაცხადა.
მისივე ცნობით, ოსნოვიანსკის რაიონში ჩამოგდებული რუსული დრონების ნამსხვრევები ორსართულიან საოფისე შენობას მოხვდა და ცეცხლი გაუჩნდა.
ხარკოვში ხანძრის გაჩენის შესახებ უკრაინელი მაშველებიც იუწყებიან.
„ხანძარი გაჩნდა სამ სხვადასხვა მისამართზე. ყველაზე დიდი ხანძარი დაახლოებით 3 ათასი კვადრატული მეტრის ფართობის საწყობებს მოედო. „ამჟამად მტრის დარტყმის შედეგები ლიკვიდირებულია“, - ნათქვამია უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის განცხადებაში.