საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, დღეს პრობლემაა არა მხოლოდ რუსული კანონი, არამედ რუსული ხელისუფლება, რომელსაც ქვეყნის რუსული ორბიტისკენ შეტრიალება აქვს განზრახული. ამის შესახებ პრეზიდენტმა Deutsche Welle-სთან ინტერვიუში განაცხადა.
როგორც სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, ახლა არა მხოლოდ საქართველოს მომავალი, არამედ ევროპის მომავალიც წყდება.
მე ვეტოს დავადებ ამ კანონს, ისევე როგორც ვეტო დავადე სხვა კანონებს, რომლებიც ბოლო ხანებში შემოთავაზებული იყო ხელისუფლების მხრიდან. ისინი იმ რეკომენდაციების სულისკვეთებას ეწინააღმდეგებოდნენ, რომელიც ევროკავშირმა საქართველოს მიანიჭა შემდეგი ეტაპისთვის, რაც მოლაპარაკებების გახსნაა.
აშკარაა, რომ ეს კანონპროქტი არის რუსული კანონი, რადგან ამ კანონით რუსეთმა ჩაახშო სამოქალაქო საზოგადოების ხმა, რასაც საქართველოს ხელისუფლება ახლა ცდილობს. ეს კანონი საქართველოს პარტნიორებს რევოლუციის აგენტებად რაცხავს, თითქოს ისინი ხელისუფლების დამხობას ესწრაფვიან. თუმცა ხელისუფლება ჩუმადაა რუსეთის მიმართ, რომ თითქოს ისაა ჩვენი მეგობარი.
უკვე ნათელია, რომ პრობლემა ეს კანონი არ არის მხოლოდ, არამედ პრობლემაა რუსული ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას რუსული ორბიტისკენ ატრიალებს და დათმობებზე მიდის რუსეთთან. ეს არის სწორედ ის, რასაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ეწინააღმდეგება. კანონი არის სიმბოლო, მაგრამ რეალობა არის ის, რომ ქვეყანა ამბობს, ჩვენ გვინდა ევროპა, ჩვენ გვინდა ევროპული მომავალი, რომელიც ახლოსაა. ახლა წყდება არამხოლოდ საქართველოს, არამედ ევროპის მომავლის ბედიც", - თვა პრეზიდენტმა.