შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი დერეკ შოლე აცახდებს, რომ ჯერ კიდევ არის დრო, საქართველო დაუბრუნდეს იმ გზას, რომელიც ქართველ ხალხს სურს.
"საქართველო ახლა გადახრის წერტილშია. მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ჩვენ ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები ახლა სასწორზე დევს. ჯერ კიდევ არის დრო, დაუბრუნდნენ იმ გზას, რომელიც ქართველ ხალხს სურს და იმსახურებს“, - წერს შოლე სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, ცოტა ხნით ადრე, დერეკ შოლე ტელეფონით ესაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და გადასცა ვაშინგტონის შეშფოთება საქართველოს ამჟამინდელი ტრაექტორიის შესახებ.
დერეკ შოლესთან სატელეფონო საუბრის შესახებ განცხადება გაავრცელა პრემიერ-მინისტრმა კობახიძემ, სადაც მან აშშ ფაქტობრივად დაადანაშაულა საქართველოში რევოლუციის მოწყობის მხარდაჭერაში.