ზაგრებში, ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში დღეს გუნდური შეჯიბრება გაიმართა. საქართველოს ნაკრები ფინალში ფრანგებთან 0:4 დამარცხდა და ტურნირზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.
საქართველოს ნაკრები საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე გავიდა. ევროპის ჩემპიონები გახდნენ ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) და ტატო გრიგალაშვილი. ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ ილია სულამანიძე (100 კგ) და გურამ თუშიშვილი (+100 კგ), ბრინჯაოს კი – ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ), ლაშა ბექაური (90 კგ) და ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ).