აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯიმ ო'ბრაიენი მორიგჯერ ეხმიანება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს.
ო'ბრაიენის განცხადებით, აშშ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, ითანამშრომლოს პარტნიორებთან, მათ შორის შეერთებულ შტატებთან.
"როგორც დღეს ანი ჩხიკვაძეს ("ამერიკის ხმის" ჟურნალისტი) ვუთხარი, ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვგდავართ. მათ ნათლად განაცხადეს, რომ მხარს უჭერენ ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გააგრძელოს გზა ევროკავშირისკენ პარტნიორებთან, მათ შორის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობით", - აცხადებს დიპლომატი.