მთავრობის ადმინისტრაციაში ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ხელმძღვანელობს.
უსაფრთხოების საბჭოს ესწრებიან საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე და მინისტრთა კაბინეტის წევრები.
სხდომის დასრულების შემდეგ გაიმართება ბრიფინგი.