ბრიტანელი მუსიკოსი ელტონ ჯონი, პნევმონიის გამო, იძულებული გახდა, ახალ ზელანდიაში, ოკლენდში მიმდინარე კონცერტი შეეწყვიტა.
72 წლის მომღერალმა კონცერტის მიმდინარეობისას ხმა დაკარგა.
კონცერტის დაწყებამდე ელტონ ჯონმა აუდიტორიას უთხრა, რომ ატიპური პნევმონიის დიაგნოზი დაუსვეს.
"მე უბრალოდ სრულიად დავკარგე ხმა. მე არ შემიძლია სიმღერის გაგრძელება. უნდა წავიდე. ბოდიში", - უთხრა ელტონ ჯონმა მსმენელებს.
ელტონ ჯონმა ამ სიტყვების წარმოთქმამდე ცრემლები ვერ შეიკავა.
მომღერალი მრავალრიცხოვანმა აუდიტორიამ ხანგრძლივი ტაშით და ოვაციებით გაამხნევა. ელტონ ჯონმა სცენა ასისტენტების დახმარებით დატოვა.
კონცერტი ახალ ზელანდიაში დაგეგმილი ტურნეს Farewell Yellow Brick Road-ის ერთ-ერთ პირველი შოუ უნდა ყოფილიყო.
მოგვიანებით, ელტონ ჯონმა მიკრობლორ "ტვიტერის" საშუალებით კიდევ ერთხელ მოუბოდიშა აუდიტორიას.
"დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენი განუზომელი მხარდაჭერისა და სიყვარულის გამო, რომელიც ჩემს მიმართ გამოხატეთ. ძალიან მადლიერი ვარ. სიყვარულით, თქვენი ელტონი", - დაწერა მომღერალმა.