მცირე ზომის ტურისტული თვითმფრინავი ჩამოვარდა საფრანგეთის სამხრეთით, რასაც ოთხი ადამიანი ემსხვერპლა. იტყობინება France 3.
ჯერჯერობით უცნობი მიზეზების გამო, მფრინავმა კონტროლი დაკარგა, ჩამოვარდნისას კი თვითმფრინავს ძლიერი ცეცხლი გაუჩნდა.
ინციდენტის შედეგად, მფრინავი და სამი მგზავრი დაიღუპა.
თვითმფრინავი ავერონის დეპარტამენტში, აეროდრომის მახლობლად ჩამოვარდა.
მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.