უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები - FlyUIA ტაილანდის მიმართულებით ფრენებს წყვეტს, ხოლო დუბაის მიმართულების ბედი ჯერ ისევ გაურკვეველია. FlyUIA-ს პრეზიდენტის ევგენი დიხნეს განმარტებით, გააგრძელებს თუ არა FlyUIA კიევი-დუბაის მიმართულებაზე ოპერირებას კომპანიას საბოლოო გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ მიუღია. დიხნეს თქმით, FlyUIA ირანის ტერიტორიის გავლით კიევი-დუბაის მარშრუტის დაფარვას 5.5 საათს ანდომებდა, უკანა გზას კი - 6 საათს. ირანის ტერიტორიაზე ფრენების შეჩერების შემდეგ კი ავიაკომპანია აღნიშნული მარშრუტის დაფარვას 8 საათზე მეტს მოანდომებს, რადგანაც თვითმფრინავს საწვავის შესავსებად ლარნაკაში ან ანტალიაში მოუწევს დაჯდომა..
შეწყვეტს თუ არა საბოლოოდ FlyUIA კიევი-დუბაი-კიევის ავიარეისებს, ეს უახლოეს პერიოდში გაირკვევა, თუმცა მანამდე ცნობილია, რომ სპარსეთის ყურის შემოვლა ავიაკომპანიისთვის ფინანსურად მომგებიანი არ არის.
რაც შეეხება ბანგკოკს, FlyUIA-თვის ეს მიმართულება ერთმნიშვნელოვნად წამგებიანი გახდა, თუმცა იმ მგზავრებს, რომელთაც ტურისტულ სეზონზე აღნიშნულ მიმართულებაზე ქონდათ ნაყიდი ბილეთები ავიაკომპანია აუცილებლად მოემსახურება. ტაილანდში ტურისტული სეზონის დასრულებისთანავე FlyUIA ამ მიმართულებაზე ფრენებს შეწყვეტს.