ქვეყანაში, გუნდში არანაირი დაძაბულობა და დაპირისპირება არ არის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
მისი თქმით, კახი კალაძე უმრავლესობის სხდომას იმიტომ არ ესწრებოდა, რომ შესაძლოა, მას თავისი სხვა საქმე ჰქონდა.
“ბატონო კახი კალაძე არის, ჩენი გუნდის, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული წარმომადგენელი. ძლიერი მენეჯერი, თბილისის საუკეთესო მერი, წარმატებული მერი, რომელიც უამრავ ღირშესანიშნავს, წარმატებულ პროექტს ახორციელებს დღეს ქალაქში. ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული პოლიტიკოსი ამ ქვეყანაში... გუნდში არ არსებობს არანაირი დაძაბულობა“, - თქვა გახარიამ და აღნიშნა, რომ უმრავლესობის სხდომას იმიტომ არ ესწრებოდა, რომ შესაძლოა სხვა თავისი საქმეები ჰქონდა.