ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შეუამდგლომლობა და ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ ბერს პატიმრობა შეეფარდა. პროკურორმა ამის მიზეზად დაკავებულის მხრიდან მოწმეებზე ზემოქმედების, მიმალვისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე დაასახელა.
დაცვის მხარე სასამართლოს 20 000-ლარიან გირაოს სთავაზობდა. დაცვის მხარემ ასევე, ბერ-მონაზვნის დახასიათება წარმოადგინა და თქვა, რომ რამდენიმე სასულიერო პირი მზად არის, თავდებში დაუდგეს ბრალდებულს.
მეორე დაკავებულს, რომან მალანიას 10 000 - ლარიანი გირაო შეეფარდა.