14 000 ცხვრით დატვირთული დიდი სატვირთო გემი რუმინეთის ყურეში გადაყირავდა.
კვირას, The Queen Hind-ის სახელით მცურავმა სატვირთო გემმა მიდიის პორტი, შავი ზღვის სანაპირო ზოლთან, სამხრეთ-აღმოსავლეთ ქალაქ კონსტანტას მახლობლად დატოვა და რამდენიმე წუთში გადაყირავდა.
მედიის ინფორმაციით, გემის ოცდაორივე თანამშრომელი სირიის მოქალაქეა.
სამაშველო ოპერაციაში რუმინეთის სასაზღვრო დაცვა და პოლიცია ჩაერთო. სანაპიროს მახლობლად პოლიციამ 32 მცურავი ცხვარი იპოვა და გადაარჩინა. პოლიციის ცნობით, კონტეინერებში მოთავსებული 13 968 ცხვარი, სავარაუდოდ, დაიხრჩო.
სამაშველო ძალებმა ჩაძირული გემის ერთი თანამშრომელი,ჰიპოთერმიით, საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ამ დრომდე ცნობილი არ არის თუ რამ გამოიწვია გემის კოლაფსი. მიმდინარეობს გამოძიება.