ირანის სასამართლომ პრეზიდენტ ჰასან როუჰანის ძმას ჰასან ფერეიდუნს კორუფციის ბრალდებით ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ირანის უზენაესი სასამართლოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა გოლიამ ჰუსეინ ისმაილიმ განაცხადა.
"ჰასან ფერეიდუნს აპელაციის განხილვის შედეგად მიესაჯა 5-წლიანი პატიმრობა", - განუცხადა მან მედიას.
ფერეიდუნი 2017 წლის ივლისში დააკავეს. გამოძიება წაყენებული ბრალის ყველა დეტალს არ ასაჯაროვებს და მხოლოდ რამდენიმე კორუფციულ სქემასთან მის კავშირებზე საუბრობს. დაპატიმრების მომენტში ფერეიდუნი ირანის პრზეიდენტის მრჩევლად მუშაობდა.